ინფორმაცია ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის

ინფორმაცია ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი სამი კაშხალისგან შედგება: ტვიშის, ნამახვანის და ჟონეთის ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო ტერიტორიაც მდინარე რიონზე მდებარეობს, არსებული ლაჯანურისა და გუმათის ჰიდროელექტროსადგურებს შორის, რომლებიც სამ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს მიეკუთვნება: ცაგერს, წყალტუბოსა და ტყიბულს. სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გაზარდოს მეწყერებისა და ეროზიების წარმოქმნის ალბათობა. ყველაზე კრიტიკული სექცია არის სოფელ კორენიშის ბოლო. დაახლოებით 2 კილო …

ინფორმაცია ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის შესაძლო ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობისთვის

ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურების კასკადი სამი კაშხალისგან შედგება: ტვიშის, ნამახვანის და ჟონეთის ჰიდროელექტროსადგურები, რომელთა საპროექტო ტერიტორიაც მდინარე რიონზე მდებარეობს, არსებული ლაჯანურისა და გუმათის ჰიდროელექტროსადგურებს შორის, რომლებიც სამ ადმინისტრაციულ ტერიტორიულ ერთეულს მიეკუთვნება: ცაგერს, წყალტუბოსა და ტყიბულს.

სამშენებლო სამუშაოებმა შესაძლოა გაზარდოს მეწყერებისა და ეროზიების წარმოქმნის ალბათობა. ყველაზე კრიტიკული სექცია არის სოფელ კორენიშის ბოლო. დაახლოებით 2 კილო მეტრის სიგრძეზე მდინარის ორივე ნაპირი არამყარია. წყალსაცავის დატბორვისა და წყლის დონის სწრაფი რეგულირების შემთხვევაში ქანობის არასტაბილურობა შესაძლოა გაიზარდოს და დააზარალოს სოფლის რამოდენიმე სახლი.


საქართველოში ჰესების პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებული გამოწვევები

khudoni photoes 018

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ცდილობს  ქვეყანა წარმოაჩინოს როგორც უახლოეს მომავალში რეგიონში წამყვანი ენერგო- ექსპორტიორი ქვეყანა, რისთვისაც იგეგმება 30-მდე დიდი და საშუალო ჰესის მშენებლობა (დადგმული სიმძლავრე 2000 მგვტ). მათ რიცხვში შედის ხუდონ ჰესისა და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაც. აღნიშნული გეგმების განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება ბუნებრივ და სოციალურ გარემოს, წყლის ქვეშ აღმოჩნდება 3000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივები, …

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა ცდილობს  ქვეყანა წარმოაჩინოს როგორც უახლოეს მომავალში რეგიონში წამყვანი ენერგო- ექსპორტიორი ქვეყანა, რისთვისაც იგეგმება 30-მდე დიდი და საშუალო ჰესის მშენებლობა (დადგმული სიმძლავრე 2000 მგვტ). მათ რიცხვში შედის ხუდონ ჰესისა და ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობაც.

აღნიშნული გეგმების განხორციელების შემთხვევაში მნიშვნელოვანი ზიანი მიადგება ბუნებრივ და სოციალურ გარემოს, წყლის ქვეშ აღმოჩნდება 3000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივები, ათასობით ადამიანს კი, იძულებით 
მოუწევს საკუთარი მიწა-წყლის დატოვება ადექვატური კომპენსაციის გარეშე. 


გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მინიმალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში

გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მინიმალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში - რეკომენდაციები საზოგადოებას არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებაში. ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ საზოგადოება იგებს მაშინ, როდესაც კანონპროექტი განხილვის ბოლო ეტაპებზეა. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, დაინტერესებულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება ადრეულ ეტაპზე გაეცნონ კანონპროექტებს და წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები. 

გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად მინიმალური სტანდარტების დამკვიდრება საქართველოში - რეკომენდაციები

საზოგადოებას არ აქვს საშუალება მონაწილეობა მიიღოს საკანონმდებლო გადაწყვეტილებების მიღებაში. ხშირ შემთხვევაში, საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ საზოგადოება იგებს მაშინ, როდესაც კანონპროექტი განხილვის ბოლო ეტაპებზეა. ამ ხარვეზის აღმოსაფხვრელად, დაინტერესებულ პირებს უნდა მიეცეთ საშუალება ადრეულ ეტაპზე გაეცნონ კანონპროექტებს და წარმოადგინონ თავიანთი შენიშვნები და მოსაზრებები. 

აღსანიშნავია, რომ ორჰუსის კონვენცია სახელმწიფო ორგანოებს ავალდებულებს უზრუნველყოს საზოგადოების მონაწილეობა აღმასრულებელი დებულებების და/ან საყოველთაოდ მისაღები სამართლებრივად სავალდებულო ნორმატიული დოკუმენტების შემუშავების პროცესში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვთავაზობთ იმ მინიმალური პირობების დანერგვას, რომლის შესრულებაც კანონპროექტების შემუშავებაში დაინტერესებული მხარეების ჩართვას შეუწყობს ხელს. კერძოდ, ჩვენი შეთავაზება გულისხმობს სახელმწიფო უწყებამ, რომელიც მოცემულ კანონპროექტზე მუშაობს, თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს კანონპროექტის განსახილველი ვარიანტი და მოაწყოს მისი საჯარო განხილვა.