შენიშვნები და კომენტარები თბილისი რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის: თბილისი – ფონიჭალა და ფონიჭალა – რუსთავის მონაკვეთის განსახლების სამოქმედო გეგმაზე (LARP 1-3)

DSC08691

პროექტის აღწერა პროექტის განმახორციელებელს წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი გულისხმობს თბილისი რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის მოდერნიზაციას. პროექტი დაყოფილია სამ ქვეპროექტად: პირველი ქვეპროექტი ითვალისწინებს თბილისსა (გულუას ხიდი) და ფონიჭალას დასახლებას (ქვემო ფონიჭალა) შორის არსებული მონაკვეთის მოდერნიზაციას და ამ მონაკვეთზე არსებული 2-ზოლიანი საავტომობილო გზის  გაფართოებას 6-ზოლიანად. მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება და ამჟამად დამუშავების პროცესშია. …

»»»

როგორ კლავენ თერგს – საინფორმაციო ფურცელი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის შესახებ

DSC_0126

დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად,  წყლის გარეშე რჩება. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ- ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას. იხილეთ ვრცლად

»»»

„გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“

DSC_0168

2012 წ. 16 ივლისს (ორშაბათს), 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რაიონი),  არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“  ორგანიზებით, გაიმართება აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“ 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – …

»»»

აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“

aqcia_yazbegshi

პრეს-რელიზი 12 ივლისი, 2012 წ. 2012 წ. 16 ივლისს (ორშაბათს), 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რაიონი), არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“ ორგანიზებით, გაიმართება აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“ 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე …

»»»

7 ივლისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში გაიმართება აქცია „არა დიდ კაშხლებს!“.

ara_did_kashxlebs

პრეს ანონსი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ორგანიზებით 7 ივლისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში გაიმართება აქცია„არა დიდ კაშხლებს!“.   აქციაზე, გასაბერი კაშხლის ფონზე, მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომლითაც ნაჩვენები იქნება საქართველოში დაგეგმილი დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად დასატბორი ადგილები. ასევე, შეგროვდება ხელმოწერები დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა პრობლემაზე, თუ რა უარყოფით ზეგავლენას …

»»»