რეკომენდაციები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

06-

უკანასკნელი წლების განმავლობაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში გატარებულმა დაუგეგმავმა და ნაჩქარევმა რეფორმებმა, დიდი ზიანი მოუტანა როგორც გარემოს, ისე საქართველოს მოსახლეობას. წლების განმავლობაში არ განისაზღვრებოდა ქვეყნის პოლიტიკა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის სფეროში; პრაქტიკულად მოისპო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მექანიზმები; ბუნებრივი რესურსების მართვა კი, გაიგივებული იყო ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებასთან და ეს ფუნქცია ხან ერთ, ხან მეორე სამინისტროს გადაეცემოდა. შედეგად, …

»»»

დარიალის ჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი გადაიდო

DSC_0052

სააპელაციო სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე დანიშნული პროცესი, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 2012 წლის 7 ნოემბერს, 16:00 საათზე გადადო. პროცესზე სასამართლოს უნდა განეხილა თუ რამდენად კანონიერია საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც „მწვანე ალტერნატივას“ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. “მწვანე ალტერნატივა” საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების …

»»»