რეკომენდაციები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

news_21439

უკანასკნელი წლების განმავლობაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში გატარებულმა დაუგეგმავმა და ნაჩქარევმა რეფორმებმა, დიდი ზიანი მოუტანა როგორც გარემოს, ისე საქართველოს მოსახლეობას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში გატარებულმა დაუგეგმავმა და ნაჩქარევმა რეფორმებმა, დიდი ზიანი მოუტანა როგორც გარემოს, ისე საქართველოს
მოსახლეობას.


საზოგადოების მონაწილეობა ტყის მართვაში – სახელმძღვანელო

საზოგადოების მონაწილეობა ტყის მართვაში - სახელმძღვანელო ტყეები ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ქვეყნის მოსახლეობას: ამარაგებენ სამასალე და საშეშე მერქნით,  საკვებით – კენკრით, სოკოთი და სამკურნალო მცენარეებით, ასევე ტყის ეკოსისტემებზე დამოკიდებული ნადირ-ფრინველით; ხელს უწყობენ კლიმატის რეგულაციას, ეროზიის კონტროლს, სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნებას, მდინარეებში ბუნებრივი რეჟიმის დაცვას; უდიდესია ტყეების კულტურული და სულიერი მნიშვნელობა: მრავალი ცივილიზაციისა და კულტურის წარმოშობა და ისტორია ტყეებთან არის დაკავშრებული. ტყეებს აქვთ …

საზოგადოების მონაწილეობა ტყის მართვაში - სახელმძღვანელო

ტყეები ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ქვეყნის მოსახლეობას: ამარაგებენ სამასალე და საშეშე მერქნით, 
საკვებით - კენკრით, სოკოთი და სამკურნალო მცენარეებით, ასევე ტყის ეკოსისტემებზე დამოკიდებული ნადირ-ფრინველით; ხელს უწყობენ კლიმატის რეგულაციას, ეროზიის კონტროლს, სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნებას, მდინარეებში ბუნებრივი რეჟიმის დაცვას; უდიდესია ტყეების კულტურული და სულიერი მნიშვნელობა: მრავალი ცივილიზაციისა და კულტურის წარმოშობა და ისტორია ტყეებთან არის დაკავშრებული. ტყეებს აქვთ უდიდესი რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის: გარდა ზემოთჩამოთვლისისა, ტყეებიდან იღებენ მეორეხარისხოვან მერქნულ პროდუქციას (წნელი, ფიჩხი, ჭიგო, სარი და სხვ.), რომლებიც ესოდენ აუცილებელია მათი ყოველდღიური ცხოვრებისათვის ასევე იყენებენ პირუტყვის საძოვრად. 


გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი

გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის. მოწინავე ქვეყნები პერიოდულად იმუშავებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სტრატეგიებს, პროგრამებსა და გეგმებს ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს რიგი გარემოსდაცვითი მექანიზმების გამოყენებას, ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით. ამ მექანიზმებიდან ზოგიერთი მოქმედებს პრაქტიკაში, …

გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის. მოწინავე ქვეყნები პერიოდულად იმუშავებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სტრატეგიებს, პროგრამებსა და გეგმებს ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად.

საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს რიგი გარემოსდაცვითი მექანიზმების გამოყენებას, ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით. ამ მექანიზმებიდან ზოგიერთი მოქმედებს პრაქტიკაში, ზოგიერთი მათგანი კვლავაც აუმოქმედებელი რჩება შესაბამისი კანონმდებლობის ან კანონქვემდებარე აქტების მიუღებლობის, ასევე ქვეყანაში სათანადო ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური შესაძლებლობების არარსებობის გამო. ზოგიერთი ე.წ. გარემოსდაცვითი ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მოწინავე ქვეყნებში, საქართველოში არც კანონმდებლობით არის  გათვალისწინებული და არც პრაქტიკაში გამოიყენება.