მწვანე ალტერნატივა ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჰესის მშენებლობისათვის მიწის გამოყოფის თაობაზე მთავრობის განკარგულების გაუქმებას ითხოვს

მოპასუხე: საქართველოს მთავრობა მესამე პირები: სს“დარიალი ენერჯი“, სსიპ დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო 2012 წლის 21 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის 2011 წლის 18 ნოემბრის #2247 განკარგულების ბათილად ცნობა მისგან გამომდინარე სამართლებრივი შედეგებითურთ.  თბილისის სააპელაციო სასამართლოში მწვანე ალტერნატივას სააპელაციო საჩივრის განხილვასთან დაკავშირებით …

»»»

მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავრობის განკარგულებების ასლს ითხოვს

2012 წლის 5 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ წერილით მიმართა საქართველოს მთავრობის კანცელარიას და მოითხოვა  საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 5 სექტემბრამდე გამოცემული განკარგულებების ასლების გადაცემა. მწვანე ალტერნატივას წერილი საქართველოს მთავრობის კანცელარიამ არ უზრუნველყო მოთხოვნილი ინფორმაციის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ ვადაში მწვანე ალტერნატივასათვის გადაცემა. 2012 წლის 20 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა …

»»»

მოქალაქე კახა ბეჭვაიას და ელდარ ქათამაძის საჩივარი

საჩივრები ეხება თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის თბილისი-ფონიჭალა და ფონიჭალა-რუსთავის მონაკვეთის პროექტის ფარგლებში დაზარალებული პირების მიერ მოთხოვნილ კომპენსაციას.  მოქალაქე კახა ბეჭვაიას 2012 წ. 12 სექტემბერის საჩივარი აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის უფროსს გიორგი კიზირიას და განსახლების სპეციალისტს მედგარ ჭელიძეს მოქალაქე ელდარ ქათამაძეს 2012 წ. 29 ოქტომბერის საჩივარი აზიის განვითარების ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის უფროსს გიორგი კიზირიას და განსახლების სპეციალისტს მედგარ ჭელიძეს  

»»»

მწვანე ალტერნატივა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ

მწვანე ალტერნატივა ითხოვს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობსა, რომლითაც დარიალი-ჰესის მშენებლობის პროექტზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა.  საქმის ნომერი: 3/512-12;  მოწინააღმდეგე მხარე: გარემოს დაცვის სამინისტრო;  მესამე პირები: სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო და სს „დარიალი ენერჯი“;  დარიალი-ჰესის მშენებლობის პროექტი ითვალისწინებს მდ. თერგის ხეობაში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, 110 მეგავატი დადგმული სიმძლავის …

»»»