კიდევ ერთი ჰესი ყაზბეგის რაიონში: ამჯერად საფრთხე ხდის ხეობას ემუქრება

Darialis xeoba-sof. cdo

26 დეკემბერი, 2012 წ. 24 დეკემბერს „მწვანე ალტერნატივამ“ და „სტეფანწმიდამ“ შპს „ყაზბეგი ჰესს“ წარუდგინეს შენიშვნები და კომენტარები ყაზბეგის რაიონში, მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალი, ქისტურა) 6 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საზოგადოებრივი განხილვისთვის წარმოდგენილი ვერსიის თაობაზე.  შპს „ყაზბეგი ჰესი“ გეგმავს ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგის მარჯვენა შენაკადზე, ბროლისწყალზე (ხდისწყალი, ქისტურა), 6 მგვტ …

»»»

დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში: პრაქტიკა და გამოწვევები

DSC_0095

2012 წ. 18 დეკემბერს სასტუმროში „ვერე პალასი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ინიციატივით გაიმართა საჯარო დისკუსია თემაზე „დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში: პრაქტიკა და გამოწვევები“.  დისკუსიის მიზანს წარმოადგენდა საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურების (ჰესების) პროექტებთან დაკავშირებული პრობლემების განხილვა. შეხვედრაში მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს  საქართველოში მოქმედი არასამთავრობო, საერთაშორისო და საკონსულტაციო ორგანიზაციების  წარმომადგენლები, ასევე …

»»»

ამა წლის 18 დეკემბერს ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე – დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში: პრაქტიკა და გამოწვევები

დარიალი ჰესი, მწვანე ალტერნატივა

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურები საქართველოში: პრაქტიკა და გამოწვევები 18 დეკემბერი, 2012 წ., 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“ დღეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს. ამჟამად დადებულია 40-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი და შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს შორის მცირე, საშუალო და დიდი …

»»»

მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავარი პროკურორისგან დარიალი-ჰესის მშენებლობისთან დაკავშირებული კანონდარღვევების შესწავლას მოითხოვს

DSC_0126

2012 წლის 22 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს მთავრ პროკურატურას და მოითხოვა მდ. თერგზე, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, 110 მეგავატიანი ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული კანონდარღვევების გამოძიება. მწვანე ალტერნატივას მტკიცებით, სახეზეა კანონის მოთხოვნების უხეშიდარღვევები, როგორც კომპანიის, ასევე სახელმწიფო უწყებების მხრიდან. იხილეთ ვრცლად

»»»

განცხადება დარიალის ჰესის თაობაზე 2012 წლის 17 ნოემბერს გავრცელებული დოკუმენტის შესახებ

DSC_0168

2012 წლის 17 ნოემბერს გავრცელდა დოკუმენტი „გამოხმაურება „მწვანე ალტერნატივის“ მიერ 2012 წლის 11 ნოემბერს გავრცელებულ პრეს რელიზზე“. დოკუმენტის ავტორი არ არის ცნობილი, თუმცა, მისი შინაარსიდან ნათელი ხდება, რომ ავტორი, სავარაუდოდ, დარიალის ჰესის პროექტის განმახორციელებელი კომპანია „დარიალი ენერჯია“. დოკუმენტის ავტორის მიზანია, დაასაბუთოს მწვანე ალტერნატივას პოზიციის „არამართებულობა“ ყაზბეგის რაიონში, მდინარე თერგზე დარიალის ჰესის მშენებლობის მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით. იხილეთ …

»»»

სასამართლო პროცესი „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ გრძელდება

Darialis xeoba-sof. cdo

14 ნოემბერს, 11:00 საათზე სააპელაციო სასამართლო გააგრძელებს „მწვანე ალტერნატივას“ სარჩელის განხილვას. „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისს გადაწყვეტილების გაუქმებას, რომლითაც ორგანიზაციას უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. საქმე ეხება გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემულ ბრძანებას, რომლითაც მდინარე თერგზე „დარიალი ჰესის“ მშენებლობაზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გაიცა. …

»»»

სასამართლო პროცესი დარიალის ჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ

DSC_0083

7 ნოემბერს, 16:00 საათზე სააპელაციო სასამართლო განიხილავს „მწვანე ალტერნატივას“ საჩივარს, რომლითაც ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილების კანონიერების შესწავლას ითხოვს. საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით „მწვანე ალტერნატივას“ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. ჩვენი ორგანიზაცია საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის მიერ კანონის უხეში დარღვევით გამოცემული ბრძანების გაუქმებას სთხოვდა, რომლითაც „დარიალი ჰესის“ …

»»»

რეკომენდაციები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

06-

უკანასკნელი წლების განმავლობაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში გატარებულმა დაუგეგმავმა და ნაჩქარევმა რეფორმებმა, დიდი ზიანი მოუტანა როგორც გარემოს, ისე საქართველოს მოსახლეობას. წლების განმავლობაში არ განისაზღვრებოდა ქვეყნის პოლიტიკა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით რაციონალური სარგებლობის სფეროში; პრაქტიკულად მოისპო გარემოს დაბინძურების თავიდან აცილების მექანიზმები; ბუნებრივი რესურსების მართვა კი, გაიგივებული იყო ბუნებრივი რესურსების ლიცენზირებასთან და ეს ფუნქცია ხან ერთ, ხან მეორე სამინისტროს გადაეცემოდა. შედეგად, …

»»»

დარიალის ჰესის მშენებლობაზე გაცემული ნებართვის გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი გადაიდო

DSC_0052

სააპელაციო სასამართლომ „მწვანე ალტერნატივას“ საჩივრის საფუძველზე დანიშნული პროცესი, რომელიც 24 ოქტომბერს უნდა გამართულიყო, 2012 წლის 7 ნოემბერს, 16:00 საათზე გადადო. პროცესზე სასამართლოს უნდა განეხილა თუ რამდენად კანონიერია საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილება, რომლითაც „მწვანე ალტერნატივას“ უარი ეთქვა გარემოს დაცვის სამინისტროს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებაზე. “მწვანე ალტერნატივა” საქალაქო სასამართლოს გარემოს დაცვის მინისტრის იმ ბრძანების …

»»»

დისკუსია თემაზე – “ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხები“.

borjomi

ამა წლის 21 სექტემბერს 11:00 სთ-ზე, სასტუმროში „ჰოლიდეი ინ“ ასოციაცია „მწვანე ალტერნატივა“ გამართავს დისკუსიას თემაზე – “ტყისა და სხვა ბუნებრივი რესურსების მართვის საკითხები“.

»»»

Page 1 of 41234