ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმები და შეთანხმებები- სამართლებრივი ანალიზი.

ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმები და შეთანხმებები- სამართლებრივი ანალიზი. დღეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა აწარმოებს ინტენსიურ კამპანიას ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოსაზიდად. ამჟამად დადებულია 20-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი ან/და ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს (კონსორციუმებს) შორის მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობის პროექტებზე; ჰესების …

ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმები და შეთანხმებები- სამართლებრივი ანალიზი.

დღეს საქართველოს სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთ ძირითად მიმართულებას ქვეყანაში არსებული ენერგეტიკული პოტენციალის მაქსიმალური გამოყენება წარმოადგენს. საქართველოს მთავრობა აწარმოებს ინტენსიურ კამპანიას ჰიდროენერგეტიკულ პროექტებში ინვესტიციების მოსაზიდად. ამჟამად დადებულია 20-ზე მეტი ურთიერთგაგების მემორანდუმი ან/და ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და ქართულ ან უცხოურ კომპანიებს (კონსორციუმებს) შორის მცირე, საშუალო და დიდი ჰესების მშენებლობის პროექტებზე; ჰესების ნაწილის მშენებლობა უკვე დაწყებულია, ნაწილი კი, დაგეგმვის ეტაპზეა.

ანგარიშში, გაანალიზებულია ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასა და ინვესტორებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმების დადების სამართლებრივი საფუძვლები;


ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი – საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში 2012 წლის 1 დეკემბერი – 2012 წლის 31 ოქტომბერი

ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი – საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში 2012 წლის 1 დეკემბერი – 2012 წლის 31 ოქტომბერი

Progress_report_geoევროპის სამეზობლო პოლიტიკის ევროკავშირი – საქართველოს სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში
2012 წლის 1 დეკემბერი - 2012 წლის 31 ოქტომბერი


ტყის მართვა საქართველოში: პრობლემები და გამოწვევები

ტყის მართვა საქართველოში: პრობლემები და გამოწვევები "მწვანე ალტერნატივას" სატყეო სექტორთან დაკავშირებულ პრობლემებზე არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. ამ ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი  გაკეთებულია ტყის მართვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტზე, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ, ხოლო სახელმწიფო ორგანოები უნდა უზრუნველყოფდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების …

ტყის მართვა საქართველოში: პრობლემები და გამოწვევები

"მწვანე ალტერნატივას" სატყეო სექტორთან დაკავშირებულ პრობლემებზე არაერთი პუბლიკაცია აქვს გამოქვეყნებული. ამ ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი  გაკეთებულია ტყის მართვის ისეთ მნიშვნელოვან ასპექტზე, როგორიცაა გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობა.

საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოების წარმომადგენლებს უფლება აქვთ მიიღონ სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია სახელმწიფო ტყის ფონდის მდგომარეობის შესახებ, ხოლო სახელმწიფო ორგანოები უნდა უზრუნველყოფდნენ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას. საზოგადოების მონაწილეობა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში გარანტირებულია ორჰუსის კონვენციის მე-6, მე-7, მე-8 მუხლებითაც, თუმცა მოქალაქეებს ხშირად ეზღუდებათ ეს უფლება მოუწესრიგებელი პროცესისა და გაუმართავი ინსტიტუციების გამო. 


გარემოსდაცვითი საკითხები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში – საპარლამენტო არჩევნები 2012

გარემოსდაცვითი საკითხები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში – საპარლამენტო არჩევნები 2012 კვლევის მიზანია  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პოლიტიკური პლატფორმებში და დღის წესრიგში გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ინტეგრირების შეფასება.  2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურ პარტიათა დიდ ნაწილს ქართული საზოგადოებისთვის არ შეუთავაზებია სრულფასოვანი პოლიტიკური პროგრამა – დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას შესაძლებლობას  მისცემდა შეექმნა წარმოდგენა ამა თუ იმ პარტიის …

გარემოსდაცვითი საკითხები პოლიტიკური პარტიების საარჩევნო პროგრამებში - საპარლამენტო არჩევნები 2012

კვლევის მიზანია  2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პარტიების პოლიტიკური პლატფორმებში და დღის წესრიგში გარემოსდაცვითი და მდგრადი განვითარების საკითხების ინტეგრირების შეფასება. 

2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პოლიტიკურ პარტიათა დიდ ნაწილს ქართული საზოგადოებისთვის არ შეუთავაზებია სრულფასოვანი პოლიტიკური პროგრამა - დოკუმენტი, რომელიც საზოგადოებას შესაძლებლობას  მისცემდა შეექმნა წარმოდგენა ამა თუ იმ პარტიის პრიორიტეტებზე. სამწუხაროდ, პარტიათა დიდი ნაწილის ეკონომიკური ბლოკის საკითხები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა სახელმწიფოებრივი მოწყობის, ადამიანის უფლებებისა და სოციალური საკითხების ბლოკს.


განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება – თანამედროვე მიდგომები და საქართველოს გამოწვევები

განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება – თანამედროვე მიდგომები და საქართველოს გამოწვევები უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ ტურიზმის ხელშემწყობი პროექტი განხორციელდა, რომელთაც დადებით შედეგებთან ერთად, ხშირად, თან ახლდა პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების იძულებითი გასახლება. იძულებით გასახლებას, როგორც წესი, მოჰყვება ადგილობრივი წარმოების სისტემის მოშლა, საქმიანობისა და შემოსავლის წყაროების გაქრობა, სათემო სტრუქტურისა და სოციალური ქსელის შესუსტება; ადამიანები შესაძლოა …

განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება - თანამედროვე მიდგომები და საქართველოს გამოწვევები

უკანასკნელ წლებში საქართველოში არაერთი მსხვილმასშტაბიანი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული თუ ტურიზმის ხელშემწყობი პროექტი განხორციელდა, რომელთაც დადებით შედეგებთან ერთად, ხშირად, თან ახლდა პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადამიანების იძულებითი გასახლება. იძულებით გასახლებას, როგორც წესი, მოჰყვება ადგილობრივი წარმოების სისტემის მოშლა, საქმიანობისა და შემოსავლის წყაროების გაქრობა, სათემო სტრუქტურისა და სოციალური ქსელის შესუსტება; ადამიანები შესაძლოა აღმოჩნდნენ ისეთ გარემოში, სადაც ნაკლები რესურსი მოიპოვება ან მათი სოციალური და პროდუქტიული უნარები ნაკლებად გამოყენებადია.

იძულებითი გასახლება ზეგავლენას ახდენს არამარტო გადასახლებულ ადამიანებზე/თემებზე, არამედ დარჩენილ მოსახლეობაზეც (ადამიანთა ჯგუფი, რომელიც თავად არ გადაადგილდა, მაგრამ ზარალდება მეზობლებისა და რესურსებზე ხელმისაწვდომობის დაკარგვის გამო) და მასპინძელ მოსახლეობაზე (ადამიანები/თემები, რომლებიც იღებენ გადასახლებულ პირებს, რამაც შესაძლოა დადებითი ან უარყოფითი ზემოქმედება იქონიოს მათზე). ამდენად, იმ შემთხვევაში, თუ განვითარების პროექტების განხორციელებისას, ადგილი აქვს იძულებით გასახლებას, მნიშვნელოვანია, რომ პროექტების დაგეგმვისას, ადრეულ ეტაპზევე იქნეს დადგენილი გასახლების საჭიროება, დეტალურად დაიგეგმოს და შემდგომ მონიტორინგი გაეწიოს განსახლების პროცესს, რათა საბოლოო ჯამში, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი გასახლების საჭიროება და გადასახლებულმა ადამიანებმა აღიდგინონ განსახლებით გამოწვეული დანაკარგები. 


საინფორმაციო ბროშურა ამომრჩევლებისათვის – გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი!

საინფორმაციო ბროშურა ამომრჩევლებისათვის - გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი!

საინფორმაციო ბროშურა ამომრჩევლებისათვის - გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი!


რეკომენდაციები გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის სფეროში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

news_21439

უკანასკნელი წლების განმავლობაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში გატარებულმა დაუგეგმავმა და ნაჩქარევმა რეფორმებმა, დიდი ზიანი მოუტანა როგორც გარემოს, ისე საქართველოს მოსახლეობას.

უკანასკნელი წლების განმავლობაში, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების გამოყენების სფეროში გატარებულმა დაუგეგმავმა და ნაჩქარევმა რეფორმებმა, დიდი ზიანი მოუტანა როგორც გარემოს, ისე საქართველოს
მოსახლეობას.


საზოგადოების მონაწილეობა ტყის მართვაში – სახელმძღვანელო

საზოგადოების მონაწილეობა ტყის მართვაში - სახელმძღვანელო ტყეები ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ქვეყნის მოსახლეობას: ამარაგებენ სამასალე და საშეშე მერქნით,  საკვებით – კენკრით, სოკოთი და სამკურნალო მცენარეებით, ასევე ტყის ეკოსისტემებზე დამოკიდებული ნადირ-ფრინველით; ხელს უწყობენ კლიმატის რეგულაციას, ეროზიის კონტროლს, სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნებას, მდინარეებში ბუნებრივი რეჟიმის დაცვას; უდიდესია ტყეების კულტურული და სულიერი მნიშვნელობა: მრავალი ცივილიზაციისა და კულტურის წარმოშობა და ისტორია ტყეებთან არის დაკავშრებული. ტყეებს აქვთ …

საზოგადოების მონაწილეობა ტყის მართვაში - სახელმძღვანელო

ტყეები ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ ქვეყნის მოსახლეობას: ამარაგებენ სამასალე და საშეშე მერქნით, 
საკვებით - კენკრით, სოკოთი და სამკურნალო მცენარეებით, ასევე ტყის ეკოსისტემებზე დამოკიდებული ნადირ-ფრინველით; ხელს უწყობენ კლიმატის რეგულაციას, ეროზიის კონტროლს, სასმელი წყლის ხარისხის შენარჩუნებას, მდინარეებში ბუნებრივი რეჟიმის დაცვას; უდიდესია ტყეების კულტურული და სულიერი მნიშვნელობა: მრავალი ცივილიზაციისა და კულტურის წარმოშობა და ისტორია ტყეებთან არის დაკავშრებული. ტყეებს აქვთ უდიდესი რეკრეაციული და ტურისტული პოტენციალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტყეები სოფლად მცხოვრები მოსახლეობისათვის: გარდა ზემოთჩამოთვლისისა, ტყეებიდან იღებენ მეორეხარისხოვან მერქნულ პროდუქციას (წნელი, ფიჩხი, ჭიგო, სარი და სხვ.), რომლებიც ესოდენ აუცილებელია მათი ყოველდღიური ცხოვრებისათვის ასევე იყენებენ პირუტყვის საძოვრად. 


გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი

გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის. მოწინავე ქვეყნები პერიოდულად იმუშავებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სტრატეგიებს, პროგრამებსა და გეგმებს ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს რიგი გარემოსდაცვითი მექანიზმების გამოყენებას, ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით. ამ მექანიზმებიდან ზოგიერთი მოქმედებს პრაქტიკაში, …

გარემოსდაცვითი პოლიტიკის, ინსტიტუციური მოწყობის და რეგულირების მექანიზმების ხარვეზების ანალიზი

ბოლო ათწლეულების განმავლობაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაცვა და გაუმჯობესება მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის. მოწინავე ქვეყნები პერიოდულად იმუშავებენ სახელმწიფო პოლიტიკას, სტრატეგიებს, პროგრამებსა და გეგმებს ჰაერის ხარისხის მართვასთან დაკავშირებული პრიორიტეტული პრობლემების გადასაჭრელად.

საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ ითვალისწინებს რიგი გარემოსდაცვითი მექანიზმების გამოყენებას, ჰაერის ხარისხის მართვის მიზნით. ამ მექანიზმებიდან ზოგიერთი მოქმედებს პრაქტიკაში, ზოგიერთი მათგანი კვლავაც აუმოქმედებელი რჩება შესაბამისი კანონმდებლობის ან კანონქვემდებარე აქტების მიუღებლობის, ასევე ქვეყანაში სათანადო ტექნიკური, ფინანსური და ადამიანური შესაძლებლობების არარსებობის გამო. ზოგიერთი ე.წ. გარემოსდაცვითი ინსტრუმენტი, რომელიც ფართოდ გამოიყენება მოწინავე ქვეყნებში, საქართველოში არც კანონმდებლობით არის  გათვალისწინებული და არც პრაქტიკაში გამოიყენება.


როგორ კლავენ თერგს

როგორ კლავენ თერგს

tergiროგორ კლავენ თერგს


Page 1 of 3123