საინფორმაციო ბროშურა ამომრჩევლებისათვის

archevnebi_2012

გთხოვთ იხილოთ, ასოციაცია მწვანე ალტერნატივას მიერ მომხადებული საინფორმაციო ბროშურა ამომრჩევლებისათვის - გააკეთეთ ინფორმირებული არჩევანი!

»»»

მწვანე ალტერნატივამ კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ წარუდგინა შენიშვნები კომპანიის მიერ დაგეგმილი კინტრიშა-2 ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

kintrishi

მწვანე ალტერნატივამ კომპანია „ჰიდრო დეველოპმენტ კომპანის“ წარუდგინა შენიშვნები კომპანიის მიერ დაგეგმილი კინტრიშა-2 ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე კინტრიშა-2 ჰესის პროექტი გულისხმობს აჭარაში, ქობულეთის რაიონში, მდ. კინტრიშის ხეობაში, სოფელ ქობალაურსა და სოფელ ჭახათს შორის 5.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას. პროექტი ითვალისწინებს ორ კილომეტრზე მეტ მანძილზე მდინარის წყლის 90%-ის სადერივაციო არხსა და …

»»»

მწვანე ალტერნატივა გიწვევთ დისკუსიაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან თემაზე: „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

Khudoni

2012 წ. 14 სექტემბერს, 11:00 საათზე, სასტუმროში „ვერე პალასში“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ დისკუსიაზე საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკურ გაერთიანებებთან თემაზე: „ენერგეტიკის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“

»»»

შენიშვნები და კომენტარები თბილისი რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის: თბილისი – ფონიჭალა და ფონიჭალა – რუსთავის მონაკვეთის განსახლების სამოქმედო გეგმაზე (LARP 1-3)

DSC08691

პროექტის აღწერა პროექტის განმახორციელებელს წარმოადგენს საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. პროექტი გულისხმობს თბილისი რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის მოდერნიზაციას. პროექტი დაყოფილია სამ ქვეპროექტად: პირველი ქვეპროექტი ითვალისწინებს თბილისსა (გულუას ხიდი) და ფონიჭალას დასახლებას (ქვემო ფონიჭალა) შორის არსებული მონაკვეთის მოდერნიზაციას და ამ მონაკვეთზე არსებული 2-ზოლიანი საავტომობილო გზის  გაფართოებას 6-ზოლიანად. მეორე ქვეპროექტი უშუალოდ ფონიჭალის დასახლებას ეხება და ამჟამად დამუშავების პროცესშია. …

»»»

როგორ კლავენ თერგს – საინფორმაციო ფურცელი დარიალის ჰიდროელექტროსადგურის შესახებ

DSC_0126

დარიალის ჰესის პროექტი ითვალისწინებს მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის, 90%-ის, სადერივაციო არხსა და გვირაბში გადაგდებას; მდინარე თერგის დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთი, პრაქტიკულად,  წყლის გარეშე რჩება. სულ 11 კმ სიგრძის დარიალის ხეობის 8 კმ-იან მონაკვეთზე რადიკალურად შეიცვლება ლანდშაფტი და ხეობა დაკარგავს ისტორიულად ჩამოყალიბებულ კულტურულ- ეთნოგრაფიულ ფასეულობას და ტურისტულ მნიშვნელობას. იხილეთ ვრცლად

»»»

„გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“

DSC_0168

2012 წ. 16 ივლისს (ორშაბათს), 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რაიონი),  არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“  ორგანიზებით, გაიმართება აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“ 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე მდინარის წყლის უდიდესი ნაკადის – …

»»»

აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“

aqcia_yazbegshi

პრეს-რელიზი 12 ივლისი, 2012 წ. 2012 წ. 16 ივლისს (ორშაბათს), 11:00 საათზე, დაბა სტეფანწმინდაში (ყაზბეგის რაიონი), არასამთავრობო ორგანიზაციების „მწვანე ალტერნატივასა“ და „სტეფანწმიდას“ ორგანიზებით, გაიმართება აქცია: „გადავარჩინოთ თერგი და დარიალის ხეობა!“ 2011 წლის სექტემბერში დარიალის ხეობაში, მდინარე თერგზე, საქართველო-რუსეთის საზღვართან ახლოს, დაიწყო 110 მეგავატი დადგმული სიმძლავრის დარიალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა. პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით 8 კმ სიგრძის მონაკვეთზე …

»»»

7 ივლისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში გაიმართება აქცია „არა დიდ კაშხლებს!“.

ara_did_kashxlebs

პრეს ანონსი ასოციაცია „მწვანე ალტერნატივას“ ორგანიზებით 7 ივლისს, 18:00 საათზე, ვაკის პარკში გაიმართება აქცია„არა დიდ კაშხლებს!“.   აქციაზე, გასაბერი კაშხლის ფონზე, მოეწყობა ფოტოგამოფენა, რომლითაც ნაჩვენები იქნება საქართველოში დაგეგმილი დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის შედეგად დასატბორი ადგილები. ასევე, შეგროვდება ხელმოწერები დიდი კაშხლების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით. ღონისძიების მიზანია საზოგადოების ინფორმირება და მოქალაქეების ყურადღების მიპყრობა პრობლემაზე, თუ რა უარყოფით ზეგავლენას …

»»»

“მწვანე ალტერნატივას” მოწოდება საქართველოს მთავრობის მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე

baneri_GA

თბილისი, 28 ივნისი 2012 - საქართველოს მიერ ევროპის სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2011 წლის ანგარიშში ნათქვამია: „ 2011 წლის განმავლობაში, ევროპამ და საქართველომ წინსვლას მიაღწიეს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გაღრმავებისა და გაფართოების მიმართულებით“. თუმცა, მოხსენებაში ხაზგასმულია, რომ: „არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები გარემოს დაცვასთან დაკავშირებულ კონვენციებთან და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის ოქმებთან საქართველოს …

»»»

სოფელ ჟონეთის მოსახლეობის წერილი ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ

mamacminda (19)

წყალტუბოს რაიონის სოფელ ჟონეთის მოსახლეობის ერთობლივი წერილი საქართველოს პრეზიდენტს, ნამახვანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის შესახებ. ჩამოტვირთვა

»»»

Page 2 of 41234