საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორის გამოწვევები

საქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორის გამოწვევები კვლევაში განხილულია საქართველოში დაგეგმილი ახალი ჰიდროელექტრო­ სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის ენერგოსექტორში არსებული ტენდენციების თავსებადობა მდგრადი ენერგეტიკის პრინციპებთან. კვლევა ხაზს უსვამს, რომ ტრადიციული ენერგოპროექტების სასარგებლოდ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ხშირად მიიღება შესაბამისი ეკონომიკური ანალიზის, დასაბუთების, დანახარჯებისა და სარგებლის სათანადო განხილვის გარეშე; ამგვარი გადაწყვეტილებები უარყოფით ზეგავლენას ახდენს საქართველოს გარემოსა და მოსახლეობაზე. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციებით განხორციელებული …

hidroenergetikaსაქართველოს ჰიდროენერგეტიკის სექტორის გამოწვევები

კვლევაში განხილულია საქართველოში დაგეგმილი ახალი ჰიდროელექტრო­ სადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები და ქვეყნის ენერგოსექტორში არსებული ტენდენციების თავსებადობა მდგრადი ენერგეტიკის პრინციპებთან.

კვლევა ხაზს უსვამს, რომ ტრადიციული ენერგოპროექტების სასარგებლოდ მიღებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები, ხშირად მიიღება შესაბამისი ეკონომიკური ანალიზის, დასაბუთების, დანახარჯებისა და სარგებლის სათანადო განხილვის გარეშე; ამგვარი გადაწყვეტილებები უარყოფით ზეგავლენას ახდენს საქართველოს გარემოსა და მოსახლეობაზე. კვლევის შედეგად, გამოიკვეთა, რომ საქართველოში ევროპული ინვესტიციებით განხორციელებული დიდი ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობა არათავსებადია ევროკავშირის დირექტივებთან, რაც აჩენს კითხვებს ამ ინვესტიციებსა და ევროკავშირის პოლიტიკებს შორის არსებულ შეუსაბამობებთან მიმართებაში. დოკუმენტში წარმოდგენილია ევროკავშირის, ასევე საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეკომენდაციების ნუსხა, რომელთა მოკლე ვადაში განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში თანმიმდევრული და მდგრადი ენერგოსექტორის განვითარებას.