მწვანე ალტერნატივას კომენტარები „საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკა“-ზე

forest

წარმოგიდგენთ მწვანე ალტერნატივას კომენტარებს საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტზე „საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკა“, რომელიც ორგანიზაციამ წარუდგინა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს   იხ. პარლამენტის ვებ გვერდზე „საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკა“ იხ. 2013 წლის 22 ივლისის საჯარო განხილვისას მწვანე ალტერნატივას მიერ წარმოდგენილი შენიშვნები

»»»

მწვანე ალტერნატივას განცხადება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსა“ და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ 2013 წ. 22 და 23 ივლისს გავრცელებული გაცხადებების თაობაზე

abra GA

2013 წლის 22 ივლისს, საინფორმაციო საშუალებებით, გავრცელდა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ხელვაჩაურის რაიონული ორგანიზაციის განცხადება, „აჭარისწყალზე და მაჭახელაზე ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით“. იმევე დღეს, განცხადებას გამოეხმაურა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, სადაც “უცნაური” უწოდა იმ ფაქტს, რომ ადგილობრივ ორგანიზაციას აერია მდინარეების სახელები და ასევე, განმარტება გააკეთა ჰესების მიმდინარე პროექტების თაობაზე. გარდა ამისა, განცხადებაში აღნიშნული იყო: „სამწუხაროა, რომ …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდ. ჭოროხზე ჰესების კასკადის (კირნათის, ხელვაჩაური I და ხელვაჩაური II ჰესები) მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტზე

kirnati

აჭარაში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე, თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ გეგმავს ჰესების კასკადის მშენებლობას და ექსპლუატაციას. კასკადი შედგება სამი ჰესისგან – კირნათის, ხელვაჩაური I-ის და ხელვაჩაური II ჰესები.  2012 წლის იანვარში კომპანიამ გარემოს დაცვის სამინისტროსგან უკვე მოიპოვა გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ჰესების კასკადის პროექტის განსახორციელებლად და მშენებლობაც დაიწყო, თუმცა, მშენებლობისას კომპანიამ პროექტში …

»»»

მწვანე ალტერნატივას მიმართვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს შპს „ყაზბეგი ჰესის“ მიერ ხდის ხეობაში დაგეგმილი ჰესის პროექტის შესახებ გამოქვეყნებული განცხადების თაობაზე

baneri_GA

ა.წ. 9 ივლისს შპს „ყაზბეგი ჰესმა“  გამოაქვეყნა განცხადება ხდის ხეობაში, მდინარე ბროლისწყალზე დაგეგმილი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გზშ ანგარიშის გამოქვეყნებისა და 29 აგვისტოს დაგეგმილი საჯარო განხილვის თაობაზე. კომპანიამ არ უზრუნველყო გზშ ანგარიშის კანონით დადგენილ ვადაში გამოქვეყნება. იხილეთ, მწვანე ალტერნატივას მიმართვა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროსადმი ამ საკითხთან დაკავშირებით. იხილეთ ვრცლად 

»»»

მწვანე ალტერნატივას კომენტარები საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტზე

TSEMI_FOREST

2013 წლის 15 ივლისს, მწვანე ალტერნატივამ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარუდგინა კომენტარები სამინისტროს მიერ საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებულ საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტზე  საქართველოს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი იხ. ბმული   ჩამოტვირთეთ მწვანე ალტერნატივას კომენტარები

»»»

მწვანე ალტერნატივას მოსაზრებები და რეკომენდაციები „საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ“ სახელმწიფო პროგრამის პროექტის თაობაზე

haeri

2013 წლის 20 ივნისს გარემოსა და ბუნებრივი რესურესების დაცვის სამინისტრომ კომენტირებისთვის გამოაქვეყნა ,,საქართველოში სატრანსპორტო საშუალებებიდან გარემოს დაბინძურების შემცირების ხელშემწყობი ღონისძიებების შესახებ" სახელმწიფო პროგრამის პროექტი. გაეცანით მწვანე ალტერნატივას კომენტარებსა და რეკომენდაციებს აღნიშნულ დოკუმენტზე. ჩამოტვირთეთ დოკუმენტი

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდინარე აჭარისწყალზე შუახევი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ ანგარიშის თაობაზე

DSC_0029

ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ (Clean Energy Invest, CEI)  შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (Adjaristsqali Georgia LLC, AGL) გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდ. აჭარისწყალზე სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას, რომლის შემადგენლობაშიც შედის შუახევი ჰესი (185 მგვტ), კორომხეთი ჰესი (150 მგვტ) და ხერთვისი ჰესი (65 მგვტ). წარმოდგენილი სქემიდან კომპანიამ მოამზადა შუახევი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე …

»»»