მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავრობის დადგენილების გაუქმებას ითხოვს

მოპასუხე: საქართველოს მთავრობა მესამე პირები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო მოსამართლე: თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე 2013 წლის 20 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა  სარჩელი, რომლითაც მოითხოვა „საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობის და ოპერირების შესახებ ინტერესთა გამოხატვის წესის დამტკიცების …

»»»

მწვანე ალტერნატივას საჩივარი გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ საჯარო ინფორმაციის მოწოდების თაობაზე

2013 წლის 2 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის #31 ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადმოცემა. საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ მწვანე ალტერნატივას მოთხოვნაზე პასუხად აცნობა, რომ სამინისტროდან გადმოეგზავნა სასარგებლო …

»»»

მწვანე ალტერნატივა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის სხდომის ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადმოცემას ითხოვს

2013 წლის 2 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს და მოითხოვა სსიპ ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათშორისი კომისიის 2013 წლის 11 თებერვლის #31 ოქმისა და სხდომაზე განხილული დოკუმენტების ასლების გადმოცემა. ზემო აღნიშნული წერილის პასუხად მწვანე ალტერნატივას ეცნობა, რომ სამინისტროდან გადმოეგზავნა სასარგებლო წიაღისეულის მარაგების სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის …

»»»

მწვანე ალტერნატივა საყდრისი-ყაჩარიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის დავალების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

მწვანე ალტერნატივა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსათვის საყდრისი-ყაჩარიანის არქეოლოგიურ ზონაში მდებარე არქეოლოგიური ობიექტის შესწავლის პროცესის მონიტორინგის დავალების შესახებ კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს 2013 წლის 9 სექტემბერს მწვანე ალტერნატივამ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 08 აგვისტოს #03/130 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. …

»»»