საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროსათვის უძრავი ძეგლის სტატუსის მოხსნის თაობაზე მწვანე ალტერნატივასა და ირინა ღამბაშიძის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა

1

დღეს, 2013 წლის 26 სექტემბერს 16.00 საათზე საქართველოს მთავრობის კანცელარიის იურიდიულ დეპარტამენტში გაიმართება მწვანე ალტერნატივასა და ქალბატონ ირინა ღამბაშიძის  ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირი მოსმენა. 2013 წლის 5 აგვისტოს მწვანე ალტერნატივამ და ქალბატონმა ირინა ღამბაშიძემ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 5 ივლისის № 03/108 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში. …

»»»

მწვანე ალტერნატივასა და ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის ერთობლივი პრეს-რელიზი

Enguri

მიუხედავად დაშინებისა, საკონსულტაციო შეხვედრისას ადგილობრივი მოსახლეობა ღიად გამოხატავს წინააღმდეგობას დიდი კაშხლის პროექტის წინააღმდეგ. იხილეთ ვრცლად

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ. ბროლისწყალზე მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე

xdis_xeoba

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ. ბროლისწყალზე მცირე სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. იხილეთ:  შენიშვნები და კომენტარები ვრცლად

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის პროექტის (702 მეგავატი) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის წინასწარი ვარიანტის თაობაზე

Khudoni

ინდური კომპანია „Trans Electrica Ltd“ გეგმავს  ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდინარე ენგურის ხეობაში, 702 მგვტ სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის (შემდგომში – ხუდონჰესი) მშენებლობას, რომლის საშუალო წლიური გამომუშავება 1.5 მლრდ. კვტ/სთ შეადგენს. ხუდონჰესის კაშხლისთვის შერჩეული უბანი მდებარეობს ენგურჰესის არსებული თაღოვანი კაშხლის უბნიდან ზედა წელში, კაშხლიდან 32 კმ-ის დაშორებით და სოფელი ხაიშიდან 4 კმ-ით სამხრეთით. წარმოდგენილი პროექტის …

»»»