მწვანე ალტერნატივას პოზიცია ყაზბეგში მდ. ბროლისწყალზე დაგეგმილი ჰესის შესახებ

DSC_0203

დღეს, 30 ოქტომბერს, მწვანე ალტერნატივამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინა შენიშვნები და კომენტარები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალზე) დაგეგმილი 6 მგვტ სიმძლავრის ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშზე. პროექტს ახორციელებს კომპანია „ყაზბეგი ჰესი“. გზშ ანგარიში სამინისტროში წარდგენილია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად. დღესვე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ …

»»»

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით

FFM_Khudoni

საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა გამოხატეს პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული  სამართლებრივ საკითხებზე და ასევე, გამოვთქვეს შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების სრულ უგულებელყოფას და ზეწოლას კომპეტენტურ ორგანოებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე. ხუდონჰესის პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა …

»»»

მწვანე ალტერნატივას პოზიცია – ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის თაობაზე

IMG_0948

დოკუმენტში წარმოდგენილია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებული ის სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხები, რომელთა გამო მწვანე ალტერნატივა ეწინააღმდეგება პროექტის განხორციელებას შემოთავაზებული სახით. აქვე განხილულია 2013 წლის სექტემბერში, კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ მიერ ხაიშსა და თბილისში ორგანიზებულ საჯარო განხილვებზე დაფიქსირებული პროცედურული დარღვევები. დასასრულს კი, მოკლედაა აღწერილი ამ დრომდე ადგილობრივ მოსახლეობაზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კომპეტენტურ უწყებებზე ზეწოლასთან დაკავშირებული …

»»»