მიწის მმართველობა საქართველოში

PR_GEO

მიწის მმართველობა საქართველოში ევროკავშირმა ახალი პროექტი დააფინანსა საქართველოში მიწის მმართველობის შესახებ ინფორმაციის და ცნობიერების ამაღლების ხელშესაწყობად თბილისი, 11 დეკემბერი, 2013 მდგრადი განვითარების მისაღწევად, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადამიანებსა და მიწას შორის მჭიდრო კავშირს, რომელიც გამყარებულია მიწის მმართველობის გამართული სისტემით. მწვანე ალტერნატივა იწყებს პროექტის განხორციელებას სახელწოდებით: მიწის მმართველობის გაუმჯობესება საქართველოში მდგრადი სოფლის მეურნეობის ხელშესაწყობად. პროექტი ორწელიწადნახევარი გაგრძელდება; …

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სამუშაო შეხვედრაში „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ინსტრუმენტები არსებული გამოწვევები და 2014-2020 წლის პერსპექტივები“.

baneri_GA

“ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსების და სამეზობლო ინსტრუმენტი 2014-2020 გამოწვევები“ 2013 წ.13 დეკემბერი, თბილისი სასტუმრო „ვერე პალასი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სამუშაო შეხვედრაში  „ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის  ინსტრუმენტები არსებული გამოწვევები და  2014-2020  წლის პერსპექტივები“. სამუშაო შეხვედრის მიზანია ერთის მხრივ, წარვადგინოთ 2013 წელს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების ფარგლებში  იდენტიფიცირებული პრობლემები, ძირითადად რეგიონალური განვითარების სექტორალური დახმარების პროგრამის განხორციელებისას, ხოლო მეორეს მხრივ, …

»»»

დისკუსია, თემაზე: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები

DSC_0029

დისკუსია, თემაზე: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები 2013 წლის 29 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ ჩაატარა შეხვედრა, თემაზე: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო საქართველოში „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის და ამ სფეროში …

»»»

მწვანე ალტერნატივა ფარავანის ჰესის პროექტზე პრესკონფერენციას გამართავს

baneri_GA

პრესრელიზი: 28 ნოემბერს, 15:00 სთ-ზე,  სასტუმროში „ვერე პალასი“, მწვანე ალტერნატივა ფარავანის ჰესის პროექტზე პრესკონფერენციას გამართავს ა.წ. 28 ნოებერს (ხუთშაბათს), 15:00 საათზე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8), მწვანე ალტერნატივა გამართავს პრესკონფერენციას. პრესკონფერენცია შეეხება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული ფარავანის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს. მწვანე ალტერნატივა წარმოადგენს ორგანიზაციის მიერ ბანკის საჩივრების განხილვის ორგანოში შეტანილი საჩივრის განხილვის …

»»»

მწვანე ალტერნატივას განმარტებები ხუდონჰესის პროექტის თაობაზე დადებული ხელშეკრულების გადახედვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ

gancxadeba

მწვანე ალტერნატივას განმარტებები ხუდონჰესის პროექტის თაობაზე დადებული ხელშეკრულების გადახედვის მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგების შესახებ, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებების საპასუხოდ.  ხუდონჰესის პროექტის კრიტიკის საპასუხოდ, უკანასკნელ პერიოდში საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ბატონმა კახა კალაძემ არაერთხელ გააკეთა განცხადება პროექტის თაობაზე საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედს“ შორის 2011 წლის აპრილში დადებული ხელშეკრულების გადახედვის მიზნით, 2012 წლის დასასრულს შექმნილი სამუშაო …

»»»

მოწვევა შეხვედრაზე გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები

baneri_GA

მოწვევა შეხვედრაზე გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები 29 ნოემბერი, 2013 წ., 13:00 – 18:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“ ა.წ. 29 ნოემბერს (პარასკევს), 13:00 სთ-ზე, სასტუმროში „ვერე პალასი“, მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვერაში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: გარემოსთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე, გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და მართლმსაჯულებაზე საზოგადოების ხელმისაწვდომობის სფეროში არსებული გამოწვევები. …

»»»

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები კინტრიშა-2 ჰესის პროექტის საზოგადოებრივი განხილვისათვის წარმოდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

kintrishi

წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს კინტრიშა-2 ჰესის პროექტის საზოგადოებრივი განხილვისათვის წარმოდგენილ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშზე. კინტრიშის ჰესის პროექტის განხორციელებას ითვალისწინებდა საქართველოს მთავრობასა და შპს „აჭარა ენერჯი 2007“ შორის 2008 წ. 28 თებერვალს დადებული ურთიერთგაგების მემორანდუმი. მემორანდუმი კინტრიშის ჰესის გარდა, მოიცავდა კიდევ შვიდი ჰესის (ქობულეთის I ჰესი – 13.30 მვტ, ქობულეთის II ჰესი – 14.30 მვტ, კირნათის …

»»»

მწვანე ალტერნატივას პოზიცია ყაზბეგში მდ. ბროლისწყალზე დაგეგმილი ჰესის შესახებ

DSC_0203

დღეს, 30 ოქტომბერს, მწვანე ალტერნატივამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს წარუდგინა შენიშვნები და კომენტარები ყაზბეგის მუნიციპალიტეტში მდ. ბროლისწყალზე (ხდისწყალზე) დაგეგმილი 6 მგვტ სიმძლავრის ჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშზე. პროექტს ახორციელებს კომპანია „ყაზბეგი ჰესი“. გზშ ანგარიში სამინისტროში წარდგენილია ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის მისაღებად. დღესვე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ ორგანიზებულ …

»»»

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განცხადება ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით

FFM_Khudoni

საზოგადოებრივი ორგანიზაციებმა გამოხატეს პოზიცია ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული  სამართლებრივ საკითხებზე და ასევე, გამოვთქვეს შეშფოთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებით ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებები წარმოადგენს გადაწყვეტილების მიღების კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი პროცედურების სრულ უგულებელყოფას და ზეწოლას კომპეტენტურ ორგანოებსა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეულ მოსახლეობაზე. ხუდონჰესის პროექტისადმი კრიტიკულად განწყობილი პირებისა …

»»»

მწვანე ალტერნატივას პოზიცია – ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის პროექტის თაობაზე

IMG_0948

დოკუმენტში წარმოდგენილია ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის დაგეგმილ პროექტთან დაკავშირებული ის სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური საკითხები, რომელთა გამო მწვანე ალტერნატივა ეწინააღმდეგება პროექტის განხორციელებას შემოთავაზებული სახით. აქვე განხილულია 2013 წლის სექტემბერში, კომპანია „ტრანს ელექტრიკას“ მიერ ხაიშსა და თბილისში ორგანიზებულ საჯარო განხილვებზე დაფიქსირებული პროცედურული დარღვევები. დასასრულს კი, მოკლედაა აღწერილი ამ დრომდე ადგილობრივ მოსახლეობაზე, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და კომპეტენტურ უწყებებზე ზეწოლასთან დაკავშირებული …

»»»

Page 1 of 41234