მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდინარე აჭარისწყალზე შუახევი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გზშ ანგარიშის თაობაზე

DSC_0029

ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ (Clean Energy Invest, CEI)  შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (Adjaristsqali Georgia LLC, AGL) გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მდ. აჭარისწყალზე სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას, რომლის შემადგენლობაშიც შედის შუახევი ჰესი (185 მგვტ), კორომხეთი ჰესი (150 მგვტ) და ხერთვისი ჰესი (65 მგვტ). წარმოდგენილი სქემიდან კომპანიამ მოამზადა შუახევი ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე …

»»»

შენიშვნები კირნათი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების თაობაზე

choroxi

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები მდ. ჭოროხზე კირნათი ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტში შეტანილი ცვლილებების და დამატებების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის თაობაზე. თურქული კომპანია „აჭარ ენერჯი 2007“ გეგმავს მდ. ჭოროხის ბოლო 21 კმ-იან მონაკვეთზე ზ.დ. 21 და 53 ნიშნულებს შორის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კალაპოტური ტიპის ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის განხორციელებას. კასკადის შემადგენლობაში შედის კირნათის, ხელვაჩაური I-ის და ხელვაჩაური II-ის ჰესები. …

»»»

მწვანე ალტერნატივასა და „სტეფანწმიდას“ განცხადება გუდაური-კობის გზაზე ტრავერტინების დაზიანების შესახებ

traventini

ა.წ. 29 მაისს, სოციალური ქსელის საშუალებით, არასამთავრობო ორგანიზაცია „სტეფანწმიდამ“ გაავრცელა ინფორმაცია იმის თაობაზე,  გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზაგამტარ გვირაბზე მიმდინარე სამუშაოების დროს მშენებლებმა მძიმე ტექნიკით ძლიერ დააზიანეს ხევის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავი ადგილი – ტრავერტინები. ამ ვანდალური ქმედებით შეუქცევადი ზიანი მიადგა საქართველოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების ღირსშესანიშნავ ობიექტს.  აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, სახელმწიფო უწყებებმა გაავრცელეს მეტად წინააღმდეგობრივი განცხადებები. სამწუხაროდ, …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით

baneri_GA

გვსურს, გამოვეხმაუროთ ა.წ. 22 აპრილს ტელეკომპანია „მეცხრე არხის“ საღამოს საინფორმაციო გადაცემაში გასულ სიუჟეტს, ხუდონჰესის მშენებლობის თაობაზე მიმდინარე დისკუსიის შესახებ. ჩვენი ყურადღება მიიპყრო ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის კახა კალაძის უკიდურესად არაკორექტულმა განცხადებამ იმ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ, რომლებიც კრიტიკულ შენიშვნებს გამოთქვამენ ხუდონჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით. კერძოდ, ხსენებულ სიუჟეტში ბატონმა კალაძემ ბრძანა: „ჩვენი ქვეყნის ბედს ვერ გადავაყოლებთ რომელიმე …

»»»

მწვანე ალტერნატივა წარმოგიდგენთ მორიგი შეფასების ანგარიშის პროექტს

enp

წარმოგიდგენთ „მწვანე ალტერნატივა“-ს მორიგი შეფასებითი ანგარიშის პროექტს, რომელიც ეძღვნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებას, 2009 და 2011 წლებში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები, რომლებიც შესაბამისად მოიცავდა 2007-2008 და 2009-2010 წლების პერიოდებს (ანგარიშები ხელმისაწვდომია „მწვანე ალტერნატივას“ ვებ-გვერდზე: www.greenalt.org). ამჯერად მწვანე …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია თბილისის მერს და ქალაქის საკრებულოს:

OLYMPUS DIGITAL CAMERA

არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია თბილისის მერს და ქალაქის საკრებულოს: განხილულ იქნეს ეკოლოგიისა და გამწვანების და მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელთა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი   ქ. თბილისის მერს, ბატონ გიგი უგულავას ქ. თბილისის საკრებულოს თბილისი, 2013 წლის 5 აპრილი გვსურს გამოვხატოთ ჩვენი უკიდურესი შეშფოთება იმ მძიმე და სახიფათო მდგომარეობის გამო, რომელიც თბილისის ეკოლოგიისა და გამწვანების სფეროში შეიქმნა. …

»»»

„მწვანე ალტერნატივა“ გეპატიჟებათ თავისი მორიგი შეფასებითი ანგარიშის განხილვაზე, რომელიც ეძღვნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებას.

baneri_GA

ქალბატონებო და ბატონებო, „მწვანე ალტერნატივა“ გეპატიჟებათ თავისი მორიგი შეფასებითი ანგარიშის განხილვაზე, რომელიც ეძღვნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებას. 2009 და 2011 წლებში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ანგარიშები, რომლებიც შესაბამისად მოიცავდა 2007-2008 და 2009-2010 წლების პერიოდებს (ანგარიშები ხელმისაწვდომია „მწვანე ალტერნატივას“ …

»»»

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივას” მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების პროექტების შესახებ

baneri_GA

მწვანე ალტერნატივა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს მწვანე ალტერნატივამ საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილი ჰესების პროექტების თაობაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრს,ბატონ ბიძინა ივანიშვილს მიმართა. მიმართვაში ორგანიზაცია მიუთითებს ჰიდროენერგეტიკული პროექტების განვითარებასთან დაკავშირებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის უარყოფით მხარეებზე. მწვანე ალტერნატივა აღნიშნავს, რომ სამთავრობო გუნდის ცალკეული წევრები აგრძელებენ წინა ხელისუფლების გაკვალული გზით სიარულს და უარს არ ამბობენ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის უგულებელყოფით ინიცირებულ პროექტებზე, რისი …

»»»

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე: 14 მარტი – მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგბრძოლის საერთაშორისო დღე 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“

Namaxvani

მოწვევა საჯარო დისკუსიაზე 14 მარტი – მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე 14 მარტი, 2013 წ., 11:00 – 14:00 სთ, სასტუმრო „ვერე პალასი“   ა.წ. 14 მარტს (ხუთშაბათი), 11:00 სთ-დან 14:00 სთ-მდე, სასტუმროში „ვერე პალასი“ (ქუჩიშვილის ქ. 24/8), საქართველოს ეროვნული პლატფორმის მე-3 სამუშაო ჯგუფი გიწვევთ საჯარო დისკუსიაზე, რომელიც ეძღვნება  მდინარეების დაცვისა და კაშხლების …

»»»

შენიშვნები და კომენტარები „ყაზბეგის ჰესი“-ს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

Dariali 2

მწვანე ალტერნატივასა და სტეფანწმიდას შენიშვნები და კომენტარები „ყაზბეგის ჰესი“-ს მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე 

»»»

Page 3 of 41234