მწვანე ალტერნატივა თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზ. #68-ში სასტუმროს მშენებლობისათვის ნებართვის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვს

2014 წლის 3 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ მოქალაქეთა მომართვის საფუძველზე თბილისის მერიაში ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინა და ქ. თბილისის მერიის სსიპ – ქ.თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 20 სექტემბრის #909795 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. გასაჩივრებული აქტით ქ.  თბილისის მერიის სსიპ – ქ. თბილისის არქიტექტურის სამსახურმა ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირი, #68-ში სასტუმროს მშენებლობის ნებართვა გასცა. მწვანე ალტერნატივას …

»»»