რუსული ენერგო-გიგანტი და ხუდონჰესის ლობისტები

ბოლო პერიოდში ხუდონჰესის პროექტის ლობისტების მიერ წარმოებული კამპანია სულ უფრო აგრესიულ ხასიათს იძენს. როგორც ჩანს, ეს უკავშირდება იმ გარემოებას, რომ კომპანია „ტრანს ელექტრიკა“ ვერ ასრულებს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების პირობებს, რომლის თანახმად, ის ვალდებული იყო 2014 წლის 1 მარტამდე აეღო ხუდონჰესის მშენებლობის ნებართვა. თავისი წარუმატებლობის დასაფარად (და შესაძლო სამართლებრივი სანქციების თავიდან ასაცილებლად), პროექტის ლობისტები ძველ, ნაცად …
»»»ამა წლის 28 თებერვალს 15:00 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვედრაზე – სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და მასთან დაკავშირებული საკითხები

მოწვევა შეხვედრაზე 28 თებერვალი, 2014 წ., 15:00 – 17:00 სთ, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ რა ვიცით და რა უნდა ვიცოდეთ პრივატიზებული საწარმოების საქმიანობის შესახებ? როგორ აკონტროლებს სახელმწიფო პრივატიზებულ საწარმოებს? ვინ სარგებლობს პრივილეგიებით და რატომ? ამ საკითხებზე დისკუსიისთვის, მწვანე ალტერნატივა გიწვევთ ა.წ. 28 თებერვალს (პარასკევს), 15:00 სთ-ზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“-ში. შეხვედრაზე განხილული იქნება მსხვილი საწარმოო ობიექტების პრივატიზებასთან …
»»»მწვანე ალტერნატივის შენიშვნები და კომენტარები შპს “ბიოსაწვავი საქართველოს“ ბიოსაწვავის საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს შპს “ბიოსაწვავი საქართველოს“ ბიოსაწვავის საწარმოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (შემდგომში – გზშ) ანგარიშზე: 1. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ საჯარო განხილვისათვის წარმოდგენილი გზშ ანგარიში მეტად დაბალი ხარისხისაა. დოკუმენტში საერთოდ არ არის წარმოდგენილი პროექტის მიზანშეწონილობის დასაბუთება, პროექტის საერთო ღირებულება. ასევე, არ არის განხილული პროექტის საჭიროება; თუ რა მიზანს ემსახურება პროექტი და რა კონკრეტულ …
»»»