თბილისის მერიამ ქალაქის მწვანე საფარის დაცვაზე უნდა იზრუნოს

gancxadeba

ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს გვსურს გამოვეხმაუროთ ხეების გადაბელვას თავისუფლების მოედანზე, რომელიც, სავარაუდოდ, „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება. მწვანე საფარი, განსაკუთრებით კი დიდი ხეები, მეტად მნიშვნელოვანია ქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. გარდა ვიზუალური მხარისა, ხეები ამცირებენ ქალაქის ჰაერში მავნე ნივთიერებებისა და ნაწილაკების კონცენტრაციას, ხოლო ზაფხულის თვეებში – ტემპერატურას მიმდებარე ტერიტორიაზე. ხეები ქარისა და ნიაღვრის შემაკავებელ …

»»»