ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად

ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად. წყარო: ბათუმელები ბათუმში ცოტამ თუ იცის, რომ წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" ქსელში პოლიეთილენის გარდა მუყაოს პარკებშიც დებენ შენაძენს. მაღაზიებში ამბობენ, რომ მომხმარებელი ხშირად პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მუყაოს პარკით, რომელსაც არ აქვს სახელურები, რთულია რამდენიმე მძიმე ნივთის ერთდროულად წაღება, ამიტომაც ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად სთავაზობენ მათ ეკოპარკებს.

ეკოპარკები პოლიეთილენის ნაცვლად. წყარო: ბათუმელები

ბათუმში ცოტამ თუ იცის, რომ წიგნის მაღაზია "ბიბლუსის" ქსელში პოლიეთილენის გარდა მუყაოს პარკებშიც დებენ შენაძენს. მაღაზიებში ამბობენ, რომ მომხმარებელი ხშირად პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ მუყაოს პარკით, რომელსაც არ აქვს სახელურები, რთულია რამდენიმე მძიმე ნივთის ერთდროულად წაღება, ამიტომაც ბოლო დროს სულ უფრო ნაკლებად სთავაზობენ მათ ეკოპარკებს.


საყდრისი იურიდიულ ლაბირინთში

საყდრისი იურიდიულ ლაბირინთში. წყარო: ლიბერალი საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს სტატუსის შესახებ სამართლებრივი დავა გრძელდება. ამჯერად უკვე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაშინ, როცა საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე დატოვა. 

საყდრისი იურიდიულ ლაბირინთში. წყარო: ლიბერალი

საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს სტატუსის შესახებ სამართლებრივი დავა გრძელდება. ამჯერად უკვე სააპელაციო სასამართლო იმსჯელებს, რამდენად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაშინ, როცა საყდრისი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე დატოვა. 


საყდრისის საკითხის განხილვა ტროიცკის ჩამოსვლამდე გადაიდო

საყდრისის საკითხის განხილვა ტროიცკის ჩამოსვლამდე გადაიდო. წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი For.Ge  თბილისის სააპელაციო სასამართლოში საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხის განხილვა 3 დეკემბრამდე გადაიდო. 29 ოქტომბრის სხდომის გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენელს თემურ ოჩიგავას სასამართლოზე კომპანიისგან მინდობილობა არ ჰქონდა.

საყდრისის საკითხის განხილვა ტროიცკის ჩამოსვლამდე გადაიდო. წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი For.Ge 

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხის განხილვა 3 დეკემბრამდე გადაიდო. 29 ოქტომბრის სხდომის გადადების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ის ფაქტი გახდა, რომ კომპანია „არ-ემ-ჯი გოლდის“ წარმომადგენელს თემურ ოჩიგავას სასამართლოზე კომპანიისგან მინდობილობა არ ჰქონდა.


საყდრისთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გადაიდო

საყდრისთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გადაიდო. წყარო: ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი თბილისის სააპელაციო სასამართლოში საყდრისთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ კომპანია „არემჯი გოლდს“ მისი ინტერესების დამცველის თეიმურაზ ოჩიგავას სახელზე რწმუნებულება სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონდა, რის გამოც ოჩიგავამ სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. 

საყდრისთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი გადაიდო. წყარო: ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრი

თბილისის სააპელაციო სასამართლოში საყდრისთან დაკავშირებით ჩანიშნული სასამართლო პროცესი გადაიდო. სხდომის დაწყებისთანავე აღმოჩნდა, რომ კომპანია „არემჯი გოლდს“ მისი ინტერესების დამცველის თეიმურაზ ოჩიგავას სახელზე რწმუნებულება სასამართლოში წარდგენილი არ ჰქონდა, რის გამოც ოჩიგავამ სასამართლოს სხდომის გადადების შუამდგომლობით მიმართა. 


შეცვლილი პოზიციები საყდრისის სტატუსის შესახებ სააპელაციო სასამართლოში

შეცვლილი პოზიციები საყდრისის სტატუსის შესახებ სააპელაციო სასამართლოში. წყარო: ლიბერალი დღეს სააპელაციო სასამართლოში საყდრისის საქმეზე იმსჯელეს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რამდენად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაშინ,როცა საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე დატოვა.

შეცვლილი პოზიციები საყდრისის სტატუსის შესახებ სააპელაციო სასამართლოში. წყარო: ლიბერალი

დღეს სააპელაციო სასამართლოში საყდრისის საქმეზე იმსჯელეს. სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს რამდენად კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ მაშინ,როცა საყდრისი ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე დატოვა.


ტრეინინგი ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში

ტრეინინგი ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. წყარო: 17 მაისი ადამიანის უფლებებისთვის ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ არასამთავრობო სექტორის, მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ორდღიანი ტრენინგ-სემინარები უტარდებათ, რასაც ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს.

ტრეინინგი ენერგეტიკული უსაფრთხოების სფეროში. წყარო: 17 მაისი ადამიანის უფლებებისთვის

ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევების შესახებ არასამთავრობო სექტორის, მედია საშუალებებისა და სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ორდღიანი ტრენინგ-სემინარები უტარდებათ, რასაც ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ფინანსური მხარდაჭერით უზრუნველყოფს.


ხერთვისს დატბორვის საფრთხე ემუქრება

ხერთვისს დატბორვის საფრთხე ემუქრება. წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი For.Ge  ცოტა ხნის წინ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფარავანჰესის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს ქართული და თურქული მხარის წარმომადგენლები დაესწრნენ. ითქვა, რომ ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური სარგებლობის მომტანი იქნება ორი მოსაზღვრე ქვეყნისთვის-საქართველოსა და თურქეთისთვის. თუმცა ფარავანჰესიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ ადგილობრივი მცხოვრებნი და არასამთავრობოები.

ხერთვისს დატბორვის საფრთხე ემუქრება. წყარო: საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი For.Ge 

ცოტა ხნის წინ სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ფარავანჰესის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიალს ქართული და თურქული მხარის წარმომადგენლები დაესწრნენ. ითქვა, რომ ასეთი მძლავრი ჰიდროელექტროსადგური სარგებლობის მომტანი იქნება ორი მოსაზღვრე ქვეყნისთვის-საქართველოსა და თურქეთისთვის. თუმცა ფარავანჰესიდან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობენ ადგილობრივი მცხოვრებნი და არასამთავრობოები.


პრემიერ-მინისტრი ერთი მრჩევლით

პრემიერ-მინისტრი ერთი მრჩევლით. წყარო: ნეტგაზეთი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს – გურამ ოდიშარია. როგორ ახერხებს იგი მრჩევლების გარეშე მუშაობას ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როგორიც პრემიერ-მინისტრის პოსტია?

პრემიერ-მინისტრი ერთი მრჩევლით. წყარო: ნეტგაზეთი

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ოფიციალურად მხოლოდ ერთი მრჩეველი ჰყავს - გურამ ოდიშარია. როგორ ახერხებს იგი მრჩევლების გარეშე მუშაობას ისეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე, როგორიც პრემიერ-მინისტრის პოსტია?


ფარავანჰესი და გარემო

ფარავანჰესი და გარემო. წყარო: რადიო თავისუფლება ფარავანჰესის გარემოზე ზემოქმედების შესახებ სპეციალური კვლევა აქვს მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. ორგანიზაცია შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ეკოსისტემისთვის, ისე მოსახლეობისთვის. განმარტებისთვის „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს მივმართეთ.

ფარავანჰესი და გარემო. წყარო: რადიო თავისუფლება

ფარავანჰესის გარემოზე ზემოქმედების შესახებ სპეციალური კვლევა აქვს მომზადებული არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“. ორგანიზაცია შიშობს, რომ ჰიდროელექტროსადგური საფრთხეს წარმოადგენს, როგორც ეკოსისტემისთვის, ისე მოსახლეობისთვის. განმარტებისთვის „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელს დავით ჭიპაშვილს მივმართეთ.


„დარიალი ჰესის“ დასრულების შემდეგ მეწყერის შემთხვევაში ზიანი განსაკუთრებით დიდი იქნება

„დარიალი ჰესის“ დასრულების შემდეგ მეწყერის შემთხვევაში ზიანი განსაკუთრებით დიდი იქნება. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს, მეწყერის ჩამოწოლის რისკთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტამდე, დარიალი ჰესის მშენებლობა შეჩერდეს, ან საერთოდ შეწყდეს. ორგანიზაციის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევაში, ზემოქმედების მასშტაბიც და ზიანიც განსაკუთრებით ძლიერი იქნება.  იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეწყერი აღარ ჩამოწვება, …

„დარიალი ჰესის“ დასრულების შემდეგ მეწყერის შემთხვევაში ზიანი განსაკუთრებით დიდი იქნება. წყარო: მცხეთა – მთიანეთის საინფორმაციო ცენტრი

არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“ ითხოვს, მეწყერის ჩამოწოლის რისკთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტამდე, დარიალი ჰესის მშენებლობა შეჩერდეს, ან საერთოდ შეწყდეს. ორგანიზაციის განცხადებით, პროექტის დასრულების შემდეგ მეწყერის ჩამოწოლის შემთხვევაში, ზემოქმედების მასშტაბიც და ზიანიც განსაკუთრებით ძლიერი იქნება.  იმ შემთხვევაშიც კი, თუ მეწყერი აღარ ჩამოწვება, საფრთხის წინაშე შესაძლოა ყაზბეგი აღმოჩნდეს.