არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს გადამჭრელი ზომები საყდრისის ძეგლის სრული განადგურების შესაჩერებლად

saydrisi4

ხელმომწერი ორგანიზაციები მიესალმებიან საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და მოუწოდებენ ხელისუფლებას, მიიღოს გადამჭრელი ზომები საყდრისის ძეგლის სრული განადგურების შესაჩერებლად. იხილეთ ვრცლად

»»»

ჰიდროენერგეტიკული პროექტები ევროპარლამენტისა და ევროკომისიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა

eu

2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამავე დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციაც* მიიღო, სადაც ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე; მათ შორისაა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა.  მწვანე ალტერნატივა მიესალმება და იზიარებს ევროპარლამენტის მოთხოვნას, რომელიც „მოუწოდებს ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა …

»»»

მიმართვა პრეზიდენტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით განვითარებული პროცესის შესახებ

saydrisi4

არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა  დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი. 2014 წლის 12 დეკემბრის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური …

»»»

მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით განვითარებული პროცესის შესახებ

sakdrisi2

არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა  დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი; გააუქმოს ყველა ის აქტი, რომლებიც არქეოლოგიური ძეგლის ნგრევის საფუძველი გახდა და აღუდგინოს საყდის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი. 2014 წლის 12 დეკემბრის საქართველოს …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

mimartva

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანენები (#03/266 და #2/271), რომლის შემდეგაც შპს „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოები განაახლა.   მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის …

»»»