არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიიღოს გადამჭრელი ზომები საყდრისის ძეგლის სრული განადგურების შესაჩერებლად

saydrisi4

ხელმომწერი ორგანიზაციები მიესალმებიან საყდრისი-ყაჩაღიანის საკითხზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექმნას და მოუწოდებენ ხელისუფლებას, მიიღოს გადამჭრელი ზომები საყდრისის ძეგლის სრული განადგურების შესაჩერებლად. იხილეთ ვრცლად

»»»

ჰიდროენერგეტიკული პროექტები ევროპარლამენტისა და ევროკომისიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა

eu

2014 წლის 18 დეკემბერს ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ამავე დღეს ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციაც* მიიღო, სადაც ყურადღება გამახვილებულია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხებზე; მათ შორისაა, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა.  მწვანე ალტერნატივა მიესალმება და იზიარებს ევროპარლამენტის მოთხოვნას, რომელიც „მოუწოდებს ევროკომისიას, დაეხმაროს და საფუძვლიანი მონიტორინგი გაუწიოს საქართველოს ხელისუფლების ორგანოებს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, რეაბილიტაციისა …

»»»

მიმართვა პრეზიდენტს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით განვითარებული პროცესის შესახებ

saydrisi4

არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოს პრეზიდენტს, ბ-ნ გიორგი მარგველაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა  დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი. 2014 წლის 12 დეკემბრის საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №03/266 ბრძანებისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური …

»»»

მიმართვა საქართველოს პრემიერ-მინისტრს საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროსთან დაკავშირებით განვითარებული პროცესის შესახებ

sakdrisi2

არასამთავრობო ორგანიზაციები, მოქალაქეები, მივმართავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბ-ნ ირაკლი ღარიბაშვილს, არ დაუშვას საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო კონვენციებით აღიარებული უმნიშვნელოვანესი პრინციპების დარღვევა, გამოიყენოს მის ხელთ არსებული კონსტიტუციური მექანიზმი, რათა  დაუყოვნებლივ შეჩერდეს საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის ნგრევის პროცესი; გააუქმოს ყველა ის აქტი, რომლებიც არქეოლოგიური ძეგლის ნგრევის საფუძველი გახდა და აღუდგინოს საყდის-ყაჩაღიანს ძეგლის სტატუსი. 2014 წლის 12 დეკემბრის საქართველოს …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს

mimartva

2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცემული იქნა ბრძანენები (#03/266 და #2/271), რომლის შემდეგაც შპს „RMG-Gold”-მა საყდრისი-ყაჩაღიანში სამუშაოები განაახლა.   მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი არსებობს, არც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და არც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის …

»»»

“მწვანე ალტერნატივას” მიმართვა საქართველოს პარლამენტს „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის თაობაზე

ganxadeba

2014 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტში დარეგისტრირდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, დავით ონოფრიშვილისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, გიორგი ცაგარეიშვილის ინიციატივით მომზადებული კანონპროექტი, რომლის თანახმად, შესაძლებელი ხდება პირთან ბუნებრივი რესურსით სარგებლობისათვის მოსაკრებლის და მოსაკრებლის გადაუხდელობის გამო დაკისრებული ჯარიმისა და საურავის შემცირების შესახებ შეთანხმების გაფორმება. კანონპროექტის თანახმად, შეთანხმების გაფორმებისას გამოყენებული იქნება საგადასახადო კოდექსის …

»»»

მოწვევა შეხვედრაზე: საქართველოში ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული და პროგნოზირებადი რისკები“.

abra GA

ამა წლის 18 ნოემბერს, 14:00 – 17:00 სთ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის საკონფერენციო დარბაზში, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა გიწვევთ შეხვედრაზე, თემაზე: საქართველოს ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით არსებული და პროგნოზირებადი რისკები. – გამოყენებული იყო, თუ არა ჰიდროელექტროსადგურების პროექტებზე მემორანდუმებისა და ხელშეკრულებების დადებისას შერჩევითი მიდგომა და რა შეიცვალა 2013 წლის 21 აგვისტოს საქართველოს მთავრობის ახალი დადგენილების მიღების შემდეგ; – ითვალისწინებენ, თუ არა მემორანდუმები და ხელშეკრულებები  ბუნებრივ …

»»»

მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად

abra GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო, მათ შორის, მედია ორგანიზაციების, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად. ტრეინინგზე განხილული იქნება ენერგეტიკის სექტორში საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების ჭრილში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ტრეინინგზე პრაქტიკულ ნაწილს, კერძოდ, ენერგეტიკის სექტორის გრძელვადიან დაგეგმვის (მარკალის მოდელი) საკითხებს, ენგურჰესისა და ზაჰესის მაგალითებზე, ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებული პრობლემების …

»»»

თბილისის მერიამ ქალაქის მწვანე საფარის დაცვაზე უნდა იზრუნოს

gancxadeba

ქვემოთ ხელმომწერ ორგანიზაციებს გვსურს გამოვეხმაუროთ ხეების გადაბელვას თავისუფლების მოედანზე, რომელიც, სავარაუდოდ, „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში დაგეგმილ მშენებლობას უკავშირდება. მწვანე საფარი, განსაკუთრებით კი დიდი ხეები, მეტად მნიშვნელოვანია ქალაქში ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს უზრუნველსაყოფად. გარდა ვიზუალური მხარისა, ხეები ამცირებენ ქალაქის ჰაერში მავნე ნივთიერებებისა და ნაწილაკების კონცენტრაციას, ხოლო ზაფხულის თვეებში – ტემპერატურას მიმდებარე ტერიტორიაზე. ხეები ქარისა და ნიაღვრის შემაკავებელ …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები საქართველოს ენერგეტიკული პოლიტიკის პროექტის თაობაზე

energetikis_politika

2008 წლის 18 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო N107 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა  სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“. ამ დადგენილების საფუძველზე 2008 წლის 23 აპრილს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც დამტკიცდა პოტენციური ჰესების ნუსხა და გამოცხადდა „ინტერესთა გამოხატვა“ ჰესების მშენებლობის მიზნით. ეს ნუსხა დაახლოებით 30-ჯერ შეიცვალა. მას ან ემატებოდა ახალი ჰესები, ან აკლდებოდა, ან იცვლებოდა ნუსხაში …

»»»

Page 1 of 3123