„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

mmartvelobis_2_celi

საქართველოში მოღვაწე 15 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც აფასებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ორ წელიწადს. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. მათი რეკომენდაციები, თავის მხრივ, გამყარებულია ამ სექტორში არსებული საექსპერტო ცოდნით და ეფუძნება საუკეთესო …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის 1 მაისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გავრცელებული „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ კანონპროექტის „პირველადი სამუშაო ვერსიის“ თაობაზე

Moe_shenishvnebi

ზოგადი ხასიათის შენიშვნები 1. გაუგებარია, რატომ იქნა შერჩეული კანონპროექტის სათაურად – „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“, მაშინ, როდესაც კანონპროექტის მიღების მიზანია (ან უნდა იყოს) გარემოს დაცვა მავნე ზეგავლენისგან. ანალოგიურად, გაუგებარია, რატომ იქნა დატოვებული ნებართვის სახელწოდებად „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“. 2. კანონპროექტის არც საწყის მუხლებში (მიზნები, ამოცანები, ტერმინთა განმარტება,) და არც შემდგომ ტექსტში, არ არის ნათლად განმარტებული გარემოზე ზემოქმედების …

»»»

ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები

resursebi

მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული კოალიციური პროექტის „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა” ფარგლებში მომზადდა სამი კვლევითი ანგარიში: 1. „მადნეული კანონზე მაღლა“, სადაც განხილულია ბოლნისის რაიონში ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა; 2. კვლევაში „ენერგო-პროექტები და კორუფცია საქართველოში“ განხილულია კომპანია „ფერი“-სა და მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების საქმიანობა; 3. კვლევაში …

»»»