ხუდონჰესთან დაკავშირებული კორპორაციები და პოლიტიკურად ანგაჟირებული მდიდარი ადამიანები

khudoni_2015

ეს ნარკვევი ნათელს ფენს ბურუსით მოცულ ისტორიას, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედ“-ს უკავშირდება; სწორედ ამ კომპანიასთან დადო საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება ზემო სვანეთში ხუდონ-ჰესის პროექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე. საჯარო დოკუმენტებზე დაყრდნობით, როგორიცაა სამეწარმეო რეესტრებში დაცული ინფორმაცია და სამთავრობო ხელშეკრულებები, ნარკვევი აღწერს ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული კომპანიების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისა და სხვა კერძო პირების …

»»»

მოწვევა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 29 ივლისი, 2015 თბილისი, სასტუმრო „ბეტსი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე, დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებს და ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე მეწარმეებს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. შეხვედრა გამიზნულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის კანონიერებასა და ამ სფეროში …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით

ganvcxadeba

2015 წლის 16 ივლისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა. გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და აღვნიშნოთ შემდეგი: – „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამინისტროს სისტემაში შემავალმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის …

»»»

მწვანე ალტერნატივამ მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებზე სემინარები ჩაატარა

DSC_0001

2015 წლის 11-12 ივლისსა და 14 ივლისს, მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის შესახებ გამოცემულ ახალ სახელმძღვანელოში განხილულ საკითხებზე მსჯელობისთვის, მწვანე ალტერნატივამ ორი სემინარი ჩაატარა. პირველ სემინარში  არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მეორე, 14 ივლისს ჩატარებულ სემინარში კი, მონაწილეობდნენ სამინისტროების, სააგენტოების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის აგრარულ …

»»»

მწვანე ალტერნატივას უახლესი სახელმძღვანელო მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებზე

miwa_2015

მწვანე ალტერნატივამ ახალი სახელმძღვანელო გამოსცა, რომელიც მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებს ეხება. ბოლო ათწლეულში მსოფლიოში სწრაფად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა. ეს ზოგადი ტენდენცია საქართველოში ორგვარად გამოვლინდა; გაიზარდა: (1) სასოფლო-სამეურნეო საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად მიწაზე მოთხოვნა; და (2) სასოფლო-სამეურნეო მიწაზე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით (საგზაო და სარკინიგზო, მილსადენების, ჰიდროელექტროსადგურების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტებით, სამთო-მოპოვებითი და სხვა ტიპის …

»»»

მოწვევა სემინარში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის 11-12 ივლისი, 2015 თბილისი, სასტუმრო „ბეტსი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს, სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის. სემინარი გამიზნულია მიწისა და ტყის მართვის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და …

»»»