გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში ანგარიშში წარმოდგენილია, გარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებული რა სახის ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი მოქალეებისათვის მოთხოვნის გარეშე და რა სახის ინფორმაციის მიღება შეუძლია მოქალაქეს ქვეყანაში მოქმედი ე.წ. გარემოს მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების შესახებ.

garemos_mdgomareoba_2015გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

ანგარიშში წარმოდგენილია, გარემოს მდგომარეობასთან დაკავშირებული რა სახის ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი მოქალეებისათვის მოთხოვნის გარეშე და რა სახის ინფორმაციის მიღება შეუძლია მოქალაქეს ქვეყანაში მოქმედი ე.წ. გარემოს მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების შესახებ.


ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური – კანონიერება და კორუფციის საფრთხეები

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური – კანონიერება და კორუფციის საფრთხეები საჯარო პოლიტიკის ნარკვევში დასაბუთებულია „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის“ გაუქმების აუცილებლობა და წარმოჩენილია ამ მექანიზმის არსებობის საფრთხეები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიისათვის. 

regulation_2015_policy_briefბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასური - კანონიერება და კორუფციის საფრთხეები

საჯარო პოლიტიკის ნარკვევში დასაბუთებულია „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის“ გაუქმების აუცილებლობა და წარმოჩენილია ამ მექანიზმის არსებობის საფრთხეები ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიისათვის. 


მიწის გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის

მიწის გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის წარმოდგენილი სახელმძღვანელოს შემუშავების მიზანი იყო, თავი მოგვეყარა ამ დრომდე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული იმ სახელმძღვანელო სტანდარტებისთვის, რომლებიც მიწის (საკუთრებისა და სარგებლობის უფლებების) გონივრული მმართველობის, მათ შორის, გონივრული ინვესტირების ხელშეწყობას ემსახურება. სახელმძღვანელო, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია იმ სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის, რომელთა ფუნქციები დაკავშირებულია მიწისა და მიწასთან დაკავშირებული რესურსების (მათ შორის, …

miwa_2015მიწის გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის

წარმოდგენილი სახელმძღვანელოს შემუშავების მიზანი იყო, თავი მოგვეყარა ამ დრომდე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული იმ სახელმძღვანელო სტანდარტებისთვის, რომლებიც მიწის (საკუთრებისა და სარგებლობის უფლებების) გონივრული მმართველობის, მათ შორის, გონივრული ინვესტირების ხელშეწყობას ემსახურება. სახელმძღვანელო, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია იმ სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის, რომელთა ფუნქციები დაკავშირებულია მიწისა და მიწასთან დაკავშირებული რესურსების (მათ შორის, ტყის) მართვასთან, სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან, გარემოს დაცვასთან, საინვესტიციო პროექტების განხორციელების მონიტორინგსა და ზედამხედველობასთან. სახელმძღვანელო, ასევე, სასარგებლო იქნება ამავე საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ცდილობენ ზეგავლენა მოახდინონ ამ სფეროებში საჯარო პოლიტიკის, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ფორმირების პროცესზე, მათი გაუმჯობესების მიზნით.