მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ კანონპროექტის შესახებ (გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის სექტემბერში საჯარო განხილვისთვის გამოქვეყნებული ვერსიის თაობაზე)

cover

2015 წლის სექტემბრის დასაწყისში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სისტემის მარეგულირებელი ახალი ნორმატიული აქტის პროექტის მომდევნო, გადამუშავებული ვერსია გამოაქვეყნა[1]. განსახილველად გამოქვეყნებული საკანონმდებლო აქტების პაკეტი მოიცავდა შემდეგ აქტებს: – გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის პროექტი; – კანონპროექტი “„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“; და – კანონპროექტი “„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“

biomravalferovnebaze

2015 წლის 12 ნოემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის  პირველი ვერსია გამოაქვეყნა. ქვემოთ წარმოდგენილია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თაობაზე. თავდაპირველად, წარმოდგენილია კანონპროექტთან დაკავშირებული ზოგადი, პრინციპული ხასიათის შენიშვნები; მეორე ნაწილში მოცემულია შენიშვნები და წინადადებები მუხლობრივად, მხოლოდ ზოგიერთი მუხლის მიხედვით. იმის გათვალისწინებით, რომ …

»»»

მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში

DSC_0001

2015 წლის 27-28 ნოემბერს მწვანე ალტერნატივამ მოაწყო ორდღიანი სემინარი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ჟურნალისტებმა და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებმა  თბილისიდან და რეგიონებიდან. სემინარის თემას წარმოადგენდა: “მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა  საკითხი, მათ შორის:   – სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციები და თანმდევი პრობლემები;  – ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე;  - შეზღუდვები …

»»»

მოწვევა სემინარში მონაწილეობის მისაღებად: მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში

baneri_GA

ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: “მიწის (მათ შორის სატყეო მიწის) საკუთრებისა და სარგებლობის პრობლემები საქართველოში”. სემინარზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:   – სასოფლო-სამეურნეო მიწასთან დაკავშირებული ინვესტიციები და თანმდევი პრობლემები;  – ადგილობრივი თემების ხელმისაწვდომობა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე;  - შეზღუდვები უცხოელთა მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობაზე;  - სატყეო მიწების მართვის პრობლემური საკითხები;  - სატყეო მიწებით …

»»»

საქართველოს ტყისა და სატყეო მიწების კატეგორიზაცია

tkeebis_kategorizacia

ტყისა და სატყეო მიწების კატეგორიზაცია ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და ბუნებრივი რესუსების გონივრული გამოყენების საფუძველს ქმნის. ამ საკითხის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობა  არაეფექტურია, რაც ხელს უშლის ქვეყნის მდგრად განვითარებას. წინამდებარე დოკუმენტის “საქართველოს ტყისა და სატყეო მიწების კატეგორიზაციას“ მიზანია არსებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად, საქართველოში კატეგორიზაციის ისეთი სისტემის ჩამოყალიბების ხელშეწყობა, რომელიც ეფუძნება ტყეების ეკოლოგიურ, სოციალურ და ეკონომიკურ ფასეულობს.   წინამდებარე პუბლიკაცია, …

»»»

შენიშვნები ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელისა და ასოციაცია მწვანე ალტერნატივას ერთობლივი შენიშვნები ნენსკრა ჰესის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე. საქართველოს საპარტნიორო ფონდის დაკვეთით, საკონსულტაციო კომპანია შპს „გამა კონსალტინგმა“ მოამზადა 280 მგვტ დადგმული სიმძლავრის, სეზონური რეგულირების ნენსკრა ჰესის  მშენებლობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიში, რომლის განხორციელება გათვალისწინებულია მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, მდ. ნენსკრას და ნაკრას …

»»»

ხუდონჰესთან დაკავშირებული კორპორაციები და პოლიტიკურად ანგაჟირებული მდიდარი ადამიანები

khudoni_2015

ეს ნარკვევი ნათელს ფენს ბურუსით მოცულ ისტორიას, რომელიც ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულ კომპანია „ტრანს ელექტრიკა ლიმიტედ“-ს უკავშირდება; სწორედ ამ კომპანიასთან დადო საქართველოს მთავრობამ ხელშეკრულება ზემო სვანეთში ხუდონ-ჰესის პროექტის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე. საჯარო დოკუმენტებზე დაყრდნობით, როგორიცაა სამეწარმეო რეესტრებში დაცული ინფორმაცია და სამთავრობო ხელშეკრულებები, ნარკვევი აღწერს ხუდონჰესის პროექტთან დაკავშირებული კომპანიების, პოლიტიკურად ანგაჟირებული ადამიანებისა და სხვა კერძო პირების …

»»»

მოწვევა დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა 29 ივლისი, 2015 თბილისი, სასტუმრო „ბეტსი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე, დაინტერესებული საჯარო უწყებების წარმომადგენლებს და ბუნებრივი რესურსებით მოსარგებლე მეწარმეებს დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება და საზოგადოებისათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. შეხვედრა გამიზნულია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის კანონიერებასა და ამ სფეროში …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით

ganvcxadeba

2015 წლის 16 ივლისს, მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ „პანორამა თბილისის“ პროექტზე მშენებლობის ნებართვა გასცა. გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ გადაწყვეტილებას და აღვნიშნოთ შემდეგი: – „პანორამა თბილისის“ პროექტთან დაკავშირებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და სამინისტროს სისტემაში შემავალმა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის …

»»»

მწვანე ალტერნატივამ მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებზე სემინარები ჩაატარა

DSC_0001

2015 წლის 11-12 ივლისსა და 14 ივლისს, მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის შესახებ გამოცემულ ახალ სახელმძღვანელოში განხილულ საკითხებზე მსჯელობისთვის, მწვანე ალტერნატივამ ორი სემინარი ჩაატარა. პირველ სემინარში  არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებმა და სტუდენტებმა მიიღეს მონაწილეობა. მეორე, 14 ივლისს ჩატარებულ სემინარში კი, მონაწილეობდნენ სამინისტროების, სააგენტოების, საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და პარლამენტის აგრარულ …

»»»

Page 1 of 3123