მწვანე ალტერნატივას უახლესი სახელმძღვანელო მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებზე

miwa_2015

მწვანე ალტერნატივამ ახალი სახელმძღვანელო გამოსცა, რომელიც მიწისა და ტყის გონივრული მმართველობის საკითხებს ეხება. ბოლო ათწლეულში მსოფლიოში სწრაფად გაიზარდა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე მოთხოვნა. ეს ზოგადი ტენდენცია საქართველოში ორგვარად გამოვლინდა; გაიზარდა: (1) სასოფლო-სამეურნეო საინვესტიციო პროექტების განსახორციელებლად მიწაზე მოთხოვნა; და (2) სასოფლო-სამეურნეო მიწაზე არასასოფლო-სამეურნეო საქმიანობებით (საგზაო და სარკინიგზო, მილსადენების, ჰიდროელექტროსადგურების და სხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტებით, სამთო-მოპოვებითი და სხვა ტიპის …

»»»

მოწვევა სემინარში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის 11-12 ივლისი, 2015 თბილისი, სასტუმრო „ბეტსი“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, ასევე, სამოქალაქო საზოგადოების არაფორმალური გაერთიანებების წარმომადგენლებს, სემინარში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: მიწის (მათ შორის, სატყეო მიწის) გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის. სემინარი გამიზნულია მიწისა და ტყის მართვის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის, სოფლის მეურნეობისა და …

»»»

2015 წლის 13-14 ივნისს თბილისში სტიქიური მოვლენებით გამოწვეული კატასტროფის მიზეზების წინასწარი ანალიზი

???????????????????????????????

სტიქიური მოვლენების წარმოშობის მიზეზებიდან, გარდა ბუნებრივი ფაქტორებისა (დიდი რაოდენობით ნალექი, მეწყერი, ღვარცოფი და ა.შ.) სათანადო გამოკვლებას საჭიროებს შემდეგი ანთროპოგენული ფაქტორები: ბეთანია-სამადლოს და წყნეთი-ახალდაბის საავტომობილო გზებისა და მაღალი გადამცემი ხაზის ფუნქციონირებისათვის გაკეთებული გზების ზეგავლენა; თბილისი-კოჯორი-წალკის საავტომობილო გზასთან ბოლო წლებში ტყის გაჩეხვის ხარჯზე მოწყობილი არსებული სათხილამურო ტრასა  და სხვადასხვა ინფრასტრუქტურული ობიექტი; ვერისა და მისი შენაკადების აუზში არსებული …

»»»

ანგარიშის პრეზენტაცია – საქართველო და ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება – ევროინტეგრაციის გამოწვევები

energetikuli_gaerTianeba

ამა წლის 29 მაისს,  ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ და ორგანიზაცია „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ გამართა ანგარიშის  „საქართველო და ევროპის ენერგეტიკული  გაერთიანება – ევროინტეგრაციის გამოწვევები“ პრეზენტაცია. პრეზენტაციის მიზანს  წარმოდგენდა გაგვეცნო საზოგადოებისათვის, თუ რა მიზანს ემსახურება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანება, რა უპირატესობა  და სარგებელი აქვს ევროინტეგრაციის პროცესისთვის. ანგარიშში დეტალურად არის წარმოდგენილი ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების საკანონმდებლო ბაზა, აღსრულების მექანიზმები, სამხრეთ-აღმოსავლეთ ბალკანეთის …

»»»

„ქართული ოცნების“ მმართველობის ორი წელი: არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასება

mmartvelobis_2_celi

საქართველოში მოღვაწე 15 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიში, რომელიც აფასებს „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ყოფნის პირველ ორ წელიწადს. შემაჯამებელი ანგარიში საჯარო პოლიტიკის 20-ზე მეტ სფეროს ეხება. ანგარიშის ცალკეულ თავებზე შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა იმუშავეს, რომლებიც უკვე წლებია აქტიურად აკვირდებიან ამ სექტორებში განვითარებულ მოვლენებს. მათი რეკომენდაციები, თავის მხრივ, გამყარებულია ამ სექტორში არსებული საექსპერტო ცოდნით და ეფუძნება საუკეთესო …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ 2015 წლის 1 მაისს საზოგადოებრივი განხილვისთვის გავრცელებული „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“ კანონპროექტის „პირველადი სამუშაო ვერსიის“ თაობაზე

Moe_shenishvnebi

ზოგადი ხასიათის შენიშვნები 1. გაუგებარია, რატომ იქნა შერჩეული კანონპროექტის სათაურად – „გარემოზე ზემოქმედების შესახებ“, მაშინ, როდესაც კანონპროექტის მიღების მიზანია (ან უნდა იყოს) გარემოს დაცვა მავნე ზეგავლენისგან. ანალოგიურად, გაუგებარია, რატომ იქნა დატოვებული ნებართვის სახელწოდებად „გარემოზე ზემოქმედების ნებართვა“. 2. კანონპროექტის არც საწყის მუხლებში (მიზნები, ამოცანები, ტერმინთა განმარტება,) და არც შემდგომ ტექსტში, არ არის ნათლად განმარტებული გარემოზე ზემოქმედების …

»»»

ბუნებრივი რესურსების მართვა და ელიტური კორუფციის ხელშემწყობი ფაქტორები

resursebi

მწვანე ალტერნატივას მიერ, ფონდი „ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით განხორციელებული კოალიციური პროექტის „ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა” ფარგლებში მომზადდა სამი კვლევითი ანგარიში: 1. „მადნეული კანონზე მაღლა“, სადაც განხილულია ბოლნისის რაიონში ფერადი ლითონების მოპოვებასთან დაკავშირებული კომპანიების საქმიანობა; 2. კვლევაში „ენერგო-პროექტები და კორუფცია საქართველოში“ განხილულია კომპანია „ფერი“-სა და მასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების საქმიანობა; 3. კვლევაში …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები ენერგეტიკის სექტორის განვითარების სცენარების სტრატეგიული გარემოსდაცვითი და სოციალური შეფასების ტექნიკურ დავალების სამუშაო ვერსიაზე

shenishvnebi

2014 წლის 13 მაისს მსოფლიო ბანკის ჯგუფის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება „ელექტროგადამცემი ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში საქართველოსთვის სესხის სახით 60 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული პროექტი ორ ძირითად საკითხს შეეხება, რომელთა  მიზანს წარმოადგენს: ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობის გაზრდა ქსელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, სისტემათაშორისო გადადინების  ტექნიკური საშუალებების გაუმჯობესება და ეკონომიკურად ეფექტური და გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით, …

»»»

მწვანე ალტერნატივა ხუდონ-ჰესის პროექტის შესახებ დადებული ხელშეკრულების გაუქმებას ითხოვს

20.11.2011

დღეს მწვანე ალტერნატივამ განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაცია მოითხოვს, ზემო სვანეთში 702 მეგავატი სიმძლავრის ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე 2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობას, Trans Electrica Limited-ს, Trans Electrica Limited (Georgia)-ს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის დადებული ხელშეკრულების გაუქმებას.  მწვანე ალტერნატივა ასევე აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობამ უარი უნდა თქვას, მომავალში ამავე კომპანიასთან …

»»»

ხუდონ-ჰესის პროექტის შესახებ დადებული ხელშეკრულების გაუქმების აუცილებლობის თაობაზე

pozicia

2011 წლის 28 აპრილს საქართველოს მთავრობას, Trans Electrica Limited-ს, Trans Electrica Limited (Georgia)-ს, შპს „ენერგოტრანსს“ და შპს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ (ესკო) შორის დაიდო ხელშეკრულება ზემო სვანეთში (მესტიის მუნიციპალიტეტი) 702 მეგავატი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის თაობაზე (შემდგომში – ხელშეკრულება). პროექტი ითვალისწინებს 200.5 მეტრი სიმაღლის თაღოვანი კაშხლისა და 528 ჰექტარი ფართობის წყალსაცავის (მოცულობა 364.5 მლნ.კუბ.მ) მოწყობას. ამ …

»»»

Page 2 of 3123