ეკონომიკური პროექტების ზემოქმედების შედეგად ეკოსისტემების განადგურებასთან დაკავშირებული გამოწვევები

ეკონომიკური პროექტების ზემოქმედების შედეგად ეკოსისტემების განადგურებასთან დაკავშირებული გამოწვევები   საჯარო პოლიტიკის ნარკვევი ეძღვნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვით პრობლემას – სხვადასხვა ინფრასტრუქტურული/ეკონომიკური პროექტის შედეგად ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების განადგურებას და დეგრადაციას. ნარკვევში განხილულია ამ საკითხის მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებები; დახასიათებულია ბუნებრივ და სოციალური გარემოსთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელიც ახლავს აღნიშნული რეგულაციების საფუძველზე დაგეგმილ/მიმდინარე საქმიანობებს. ნარკვევში განხილულია საქართველოს გარემოსა და …

ekosistemebzeეკონომიკური პროექტების ზემოქმედების შედეგად ეკოსისტემების განადგურებასთან დაკავშირებული გამოწვევები  

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი ეძღვნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვით პრობლემას - სხვადასხვა ინფრასტრუქტურული/ეკონომიკური პროექტის შედეგად ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების განადგურებას და დეგრადაციას. ნარკვევში განხილულია ამ საკითხის მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებები; დახასიათებულია ბუნებრივ და სოციალური გარემოსთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელიც ახლავს აღნიშნული რეგულაციების საფუძველზე დაგეგმილ/მიმდინარე საქმიანობებს. ნარკვევში განხილულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსი“ და „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ პროექტებში მოცემული გამჭოლი საკითხები, მათი შესაბამისობა მდგრადი მართვის პრინციპებთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთან.


წყლის რესურების მართვა გამოწვევები წყლის ჩარჩო დირექტივასთან მიმართებაში

წყლის რესურების მართვა გამოწვევები წყლის ჩარჩო დირექტივასთან მიმართებაში

cklis_resursebi_2016წყლის რესურების მართვა გამოწვევები წყლის ჩარჩო დირექტივასთან მიმართებაში


საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სისტემის ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან დაახლოების გამოწვევები

საქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სისტემის ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან დაახლოების გამოწვევები ამ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში განხილულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული ახალი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ახალ, მოქმედისგან განსხვავებულ სისტემას გვთავაზობს. ანალიზიდან ჩანს, რომ კანონპროექტში მოცემული გზშ სისტემა, დიდწილად, შეესაბამება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს, თუმცა, მას აქვს …

gzshსაქართველოს გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) სისტემის ევროკავშირის შესაბამის მოთხოვნებთან დაახლოების გამოწვევები

ამ საჯარო პოლიტიკის ნარკვევში განხილულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინიციატივით შემუშავებული ახალი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ახალ, მოქმედისგან განსხვავებულ სისტემას გვთავაზობს. ანალიზიდან ჩანს, რომ კანონპროექტში მოცემული გზშ სისტემა, დიდწილად, შეესაბამება ევროკავშირის შესაბამისი დირექტივების მოთხოვნებს, თუმცა, მას აქვს ნაკლოვანებებიც, რომლებიც დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციის გზით, შეიძლება აღმოიფხვრას.

გზშ-ს სისტემის გაუმჯობესების გარდა, კანონპროექტს შემოაქვს, ასევე, ახალი ინსტრუმენტები: სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება (Strategic Evironmental Assessment, SEA), გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების პროცედურა (transboundary EIA and SEA) და ე.წ. „მიმდინარე საქმიანობის“ გაგრძელებაზე ნებართვის გაცემის პროცედურა. ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ვინაიდან, ნარკვევის ავტორთა აზრით, მექანიზმი შემოტანილია უკანონო საქმიანობების ლეგალიზებისთვის; ის მიკერძოებულია არაკანონმორჩილი მეწარმეების და არასამართლიანია კანონმორჩილი მეწარმეების მიმართ და ასევე, ქმნის კორუფციული გარიგებების დადების ფართო შესაძლებლობებს.