მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის საჯარო განხილვისათვის გამოქვეყნებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე

manganumi_2016

წარმოგიდგენთ შენიშვნებსა და კომენტარებს შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მანგანუმის მადნის გამამდიდრებელი ფაბრიკის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე: 1. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტში, არაერთი საკითხი (ზოგიერთ შემთხვევაში კი მთლიანად ზოგიერთი ქვეთავიც) ზედაპირულად არის წარმოდგენილი და ხშირ შემთხვევაში დაზუსტებასა და საფუძვლიან შესწავლას/კვლევას საჭიროებს. ასეთი ქვეთავებია მაგალითად: „სეისმური პირობები“, „გეოლოგიური საშიშროებები“ – …

»»»

რა საფრთხეებს უქმნის ტრადიციულ მიწათსარგებლობას მთავრობის ახალი ინიციტივა?

svaneti

მწვანე ალტერნატივას პოზიცია საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე 2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი “„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი, რომლის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ითვალისწინებს, ადგილზე გადამოწმების გარეშე, ყველა იმ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებას, რომლებიც  საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” შეეძლება …

»»»

ეკონომიკური პროექტების ზემოქმედების შედეგად ეკოსისტემების განადგურებასთან დაკავშირებული გამოწვევები

ekosistemebze

საჯარო პოლიტიკის ნარკვევი ეძღვნება საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გარემოსდაცვით პრობლემას – სხვადასხვა ინფრასტრუქტურული/ეკონომიკური პროექტის შედეგად ეკოსისტემებისა და ჰაბიტატების განადგურებას და დეგრადაციას.  ნარკვევში განხილულია ამ საკითხის მარეგულირებელი მოქმედი კანონმდებლობის ნაკლოვანებები; დახასიათებულია ბუნებრივ და სოციალური გარემოსთან დაკავშირებული საფრთხეები, რომელიც ახლავს აღნიშნული რეგულაციების საფუძველზე დაგეგმილ/მიმდინარე საქმიანობებს. ნარკვევში განხილულია საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ კანონპროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“

tkis_kodeksze

2015 წლის 24 დეკემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ საქართველოს კანონის „საქართველოს ტყის კოდექსი“ პირველი ვერსია (კანონპროექტი) გამოაქვეყნა. ქვემოთ წარმოდგენილია მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშრებით.   საკითხის აქტუალობიდან და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს კანონპროექტთან დაკავშირებით სამინისტროში შემოსული მოქალაქეების, ექსპერტების, …

»»»