„ეკონომეტრი“, 30 ივნისი, 2016

„ეკონომეტრი“, 30 ივნისი, 2016. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა "ეკონომეტრი" • საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემების გამოქვეყნებამ მრავალი კითხვა გააჩინა – როგორ უნდა უპასუხოს სუსტი ეკონომიკის ქვეყნებმა ეკოლოგიის გამოწვევებს,- თემაზე "ეკონომეტრის" სტუმარია, მწვანე ალტერნატივის თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე.

„ეკონომეტრი“, 30 ივნისი, 2016. წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი, გადაცემა "ეკონომეტრი"

• საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს მონაცემების გამოქვეყნებამ მრავალი კითხვა გააჩინა - როგორ უნდა უპასუხოს სუსტი ეკონომიკის ქვეყნებმა ეკოლოგიის გამოწვევებს,- თემაზე "ეკონომეტრის" სტუმარია, მწვანე ალტერნატივის თავმჯდომარე, მანანა ქოჩლაძე.


არის თუ არა საქართველო პირველი ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნებს შორის

არის თუ არა საქართველო პირველი ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნებს შორის. წყარო: ტელეკომპანია რუსთავი 2

არის თუ არა საქართველო პირველი ყველაზე დაბინძურებულ ქვეყნებს შორის. წყარო: ტელეკომპანია რუსთავი 2


ნენსკრაჰესი – საჯილდაო ქვა

ნენსკრაჰესი – საჯილდაო ქვა. წყარო: რადიო თავისუფლება 30 ივნისს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, შეიკრიბნენ სვანეთის მკვიდრნი, რომლებიც მესტიის რაიონში დიდი ჰესების, მათ შორის ნენსკრაჰესის, მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ჰესების მშენებლობა სვანეთის მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს. გარდა ამისა, ჰესების მშენებლობა ნეგატიურად აისახება სვანეთის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ნენსკრაჰესზე უარის თქმის მოთხოვნით, 1 ივლისს პარლამენტის შენობის წინ იგეგმება პირველი საინფორმაციო შეკრება. …

ნენსკრაჰესი - საჯილდაო ქვა. წყარო: რადიო თავისუფლება

30 ივნისს თბილისში, საჯარო ბიბლიოთეკაში, შეიკრიბნენ სვანეთის მკვიდრნი, რომლებიც მესტიის რაიონში დიდი ჰესების, მათ შორის ნენსკრაჰესის, მშენებლობას აპროტესტებენ. მათი მტკიცებით, ჰესების მშენებლობა სვანეთის მოსახლეობისგან დაცლას გამოიწვევს. გარდა ამისა, ჰესების მშენებლობა ნეგატიურად აისახება სვანეთის ეკოლოგიურ მდგომარეობაზე. ნენსკრაჰესზე უარის თქმის მოთხოვნით, 1 ივლისს პარლამენტის შენობის წინ იგეგმება პირველი საინფორმაციო შეკრება. ამავე მოთხოვნით, 3 ივლისს სვანეთის მკვიდრნი სოფელ ჭუბერში გამართავენ აქციას.


საჯარო დებატები თემაზე გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში

საჯარო დებატები თემაზე გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი 2016 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.

საჯარო დებატები თემაზე გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში. წყარო: საქართველოს სახალხო დამცველი

2016 წლის 27 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა თემაზე გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში.


გარემოსდაცვით პრობლემებზე სახალხო დამცველმა საჯარო დებატები გამართა

გარემოსდაცვით პრობლემებზე სახალხო დამცველმა საჯარო დებატები გამართა. წყარო: საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი თემაზე “გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში” სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა.  ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვის მთავარ საკითხს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის ხარვეზები და სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული დარღვევები წარმოადგენდა. 

გარემოსდაცვით პრობლემებზე სახალხო დამცველმა საჯარო დებატები გამართა. წყარო: საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსი

თემაზე “გარემოსდაცვითი პრობლემები კანონმდებლობასა და პრაქტიკაში” სახალხო დამცველმა მორიგი საჯარო დებატები გამართა. 
ომბუდსმენის პრესსამსახურის ინფორმაციით, განხილვის მთავარ საკითხს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის ხარვეზები და სახალხო დამცველის ანგარიშში ასახული დარღვევები წარმოადგენდა. 


ვიდეო► „ნენსკრა ჰესი“ – რა მდგომარეობაა ადგილზე, სადაც კაშხლის აშენება იგეგმება

ნენსკრა ჰესი“ – რა მდგომარეობაა ადგილზე, სადაც კაშხლის აშენება იგეგმება. წყარო: ლიბერალი მესტიის რაიონში „ნენსკრა ჰესის“ ასაშენებლად გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი დასკვნა ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში გასცა. „ლიბერალი“ იმყოფებოდა მესტიის რაიონში, მდინარე ნენსკრის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც „ნენსკრა ჰესის“ კაშხლის აშენება იგეგმება. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, ადგილზე, სადაც კაშხლის აგება იგეგმება, ამ დროისთვის გეოლოგიური შესწავლა …

ნენსკრა ჰესი“ - რა მდგომარეობაა ადგილზე, სადაც კაშხლის აშენება იგეგმება. წყარო: ლიბერალი

მესტიის რაიონში „ნენსკრა ჰესის“ ასაშენებლად გარემოს დაცვის სამინისტრომ დადებითი დასკვნა ჯერ კიდევ შარშან, ოქტომბერში გასცა. „ლიბერალი“ იმყოფებოდა მესტიის რაიონში, მდინარე ნენსკრის ხეობაში, იმ ადგილას, სადაც „ნენსკრა ჰესის“ კაშხლის აშენება იგეგმება. როგორც „მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენელი დათო ჭიპაშვილი ამბობს, ადგილზე, სადაც კაშხლის აგება იგეგმება, ამ დროისთვის გეოლოგიური შესწავლა მიმდინარეობს, ახლა ეძებენ ისეთ მყარ ადგილს, სადაც კაშხლის აშენება იქნება შესაძლებელი.


ოქროს „ციებ-ცხელება“ სვანეთში

ოქროს „ციებ-ცხელება“ სვანეთში. წყარო: ბიზნესპრესნიუსი რამდენად საფუძვლიანი იყო სვანების პროტესტი „ოპტიკალ სისტემს“-ის მიმართ? კომპანია „ოპტიკალ სისტემს“-ის მიერ სვანეთში ოქროს მოპოვების დაწყებას ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა. მესტიის რაიონის სოფელ იელში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და იქ მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე ორგანიზებული ჯგუფი შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა. შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამერიკულმა კომპანიამ საქართველო დატოვოს, …

ოქროს „ციებ-ცხელება“ სვანეთში. წყარო: ბიზნესპრესნიუსი

რამდენად საფუძვლიანი იყო სვანების პროტესტი „ოპტიკალ სისტემს“-ის მიმართ? კომპანია „ოპტიკალ სისტემს“-ის მიერ სვანეთში ოქროს მოპოვების დაწყებას ძალიან დიდი ხმაური მოჰყვა. მესტიის რაიონის სოფელ იელში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა და იქ მიმდინარე სამუშაოების შეწყვეტა მოითხოვა. ამის შემდეგ ტერიტორიაზე ორგანიზებული ჯგუფი შეიჭრა და ყველაფერი გაანადგურა. შედეგად გავრცელდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა, ამერიკულმა კომპანიამ საქართველო დატოვოს, რადგან მუშაობის შესაძლებლობა არ ეძლევა. სვანები „ოპტიკალ სისტემს“-ს ასეთ ბრალდებებს უყენებდნენ: კომპანია ურანის მოპოვებას აპირებს და ციანიდებით წამლავს გარემოს, იყენებს ქიმიურ ხსნარებს, რაც საფრთხეს უქმნის ბუნებას და ადგილობრივ მოსახლეობას


საქმე, რომელიც დავით ნარმანიამ სააპელაციო სასამართლოში აღარ გაასაჩივრა

საქმე, რომელიც დავით ნარმანიამ სააპელაციო სასამართლოში აღარ გაასაჩივრა. წყარო: გურია News ვაკის პარკთან სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. 22-მილიონიანი პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება თბილისის მერმა მიიღო.

საქმე, რომელიც დავით ნარმანიამ სააპელაციო სასამართლოში აღარ გაასაჩივრა. წყარო: გურია News

ვაკის პარკთან სასტუმრო „ბუდაპეშტი“ აღარ აშენდება. 22-მილიონიანი პროექტის შეჩერების გადაწყვეტილება თბილისის მერმა მიიღო.