გენმოდიფიცირებული ორგანიზმების საკანონმდებლო რეგულირება საქართველოში

GMO

2014 წლის 27 ივნისს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას და საფუძველი ჩაუყარა თანამშრომლობის ახალ სამართლებრივ ჩარჩოს. ხელმოწერილი ხელშეკრულებით საქართველომ აიღო ვალდებულება, რომ კონკრეტულ ვადებში უზრუნველყოფს რეფორმებს სხვადასხვა სფეროებში. ბუნების დაცვის სფეროში იდენტიფიცირებული იქნა მთელი რიგი საკითხები, რომლებიც ეხება ჰაბიტატებისა და სახეობების დაცვას, სახეობებით ვაჭრობას, გენმოდიფიცირებული ორგანიზმებისა და თევზჭერის პოლიტიკას ეხება. ვრცლად 

»»»

წიაღის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემები

ciagi

დღეისათვის პრაქტიკულად შეუძლებელია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პრაქტიკის და გარემოზე ზეგავლენის შესახებ ინფორმაციის მოპოვება. საგულისხმოა, რომ წიაღთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრობლემა არამარტო ინფორმაციის დეფიციტით არის გამოწვეული, არამედ „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის დანაწესით, რომლის თანახმად, „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან პარამეტრების შესახებ, წარმოადგენს იმ სუბიექტის საკუთრებას, …

»»»

საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროგრამებში

ads

ამა წლის 26 ივლისს (სამშაბათს), 14:00 სთ-დან –17:00 სთ-მდე, სასტუმრო „ბეტსის“ (თბილისი, მაყაშვილის 32-34) საკონფერენციო დარბაზში, მწვანე ალტერნატივა მართავს მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრას თემაზე:  საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების ხედვები პოლიტიკური გაერთიანებების საარჩევნო პროგრამებში. შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ პოლიტიკურ გაერთიანებები, ენერგო-პროექტების ზეგავლენის ქვეშ მოქცეული ადგილობრივი მოსახლეობის ჯგუფები ზემო სვანეთიდან, აჭარიდან, ლეჩხუმიდან და ყაზბეგიდან და ენერგეტიკის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. …

»»»

მოწვევა ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

მწვანე ალტერნატივა და მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის იწვევს ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, თემაზე: “ენერგეტიკა და ენერგეტიკის განვითარების ხედვების აუცილებლობა პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო პროგრამებში“. ტრენინგის მიზანს წარმოადგენს ჟურნალისტებისთვის საბაზისო ინფორმაციის მიწოდება ენერგეტიკის სექტორში არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე საქართველოში. ტრენინგის შედეგად, ჟურნალისტებს მიეცემათ შესაძლებლობა წინასაარჩევნო პერიოდში დაუსვან მწვავე შეკითხვები პოლიტიკურ პარტიებს  ენერგეტიკის სექტორის განვითარების ხედვებთან …

»»»

ჭუბერის თემის აქცია ნენსკრა ჰესის პროექტის წინააღმდეგ

svaneti_hydro_map

პრეს-რელიზი ჭუბერის თემის აქცია ნენსკრა ჰესის პროექტის წინააღმდეგ ა.წ. 3 ივლისს, 13:00 საათზე, გაიმართება საპროტესტო აქცია ნენსკრა ჰესის წინააღმდეგ სოფელ ჭუბერში. აქციას, ჭუბერის თემის მოსახლეობის გარდა, დაესწრებიან ზემო სვანეთის სხვა თემების  წარმომადგენლებიც. აქცია წარმოადგენს 12 ივნისს სოფელ ხაიშში გამართული შეკრების გაგრძელებას, სადაც გადაწყდა საერთო სასვანეთო კრების (ლალხორი) შექმნა. ლალხორის მიზანს წარმოადგენს ზემო სვანეთში მიმდინარე და დაგეგმილი წინააღმდეგობრივი …

»»»