მწვანე ალტერნატივას მიმართვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ჭიათურის რაიონის სოფელ ზედა რგანში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოძიების მოთხოვნის თაობაზე

rgani

30 სექტემბერი, 2016 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ბატონ გიგლა აგულაშვილს ბატონო გიგლა, მოგახსენებთ, რომ დახმარების თხოვნით მოგვამართეს ჭიათურის რაიონის სოფელი ზედა რგანის მაცხოვრებლებმა, რომლებიც უკიდურესად უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წიაღით სარგებლობის შედეგად. ადგილობრივი მოსახლეების განმარტებით „ჯორჯიან მანგანეზი“ საქმიანობის შედეგად ილახება ადამიანების თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უფლება, საფრთხე ექმნება …

»»»

მწვანე ალტერნატივას მიმართვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოძიების განმეორებით მოთხოვნის თაობაზე

gadamcemi

30 სექტემბერი, 2016 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ბატონ გიგლა აგულაშვილს ბატონო გიგლა, ა.წ. 20 ივლისს მოგმართეთ წერილით #04/06-192 და გაცნობეთ, რომ 2016 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოქალაქე ზაზა წიკლაურის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირ მოსმენაზე სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 110 კვ (220 კვ-იან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი“-ს დამტკიცებული მარშრუტი …

»»»

ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების შეფასება 2014-2016 წლები.

monitoring

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“. ამ ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან პროგრესული დაახლოება (ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით), მათ შორის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში. ამ ანგარიშის მიზანია, შეფასდეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა გარემოს …

»»»

პოლიტიკური პარტიების მიმართვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს

kashxali

პოლიტიკური პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“  მიმართვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ნაკლოვანებებსა და ენერგო-პროექტების განხორციელების არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით

»»»

კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დაფუძნდა

koalicia

22-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ევრო-ატლანტიკური საქართველოსთვის დააფუძნა. პრეზენტაცია სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გამართეს. კოალიციის მიზანი თავისუფალი, დამოუკიდებელი, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სრულ პატივისცემაზე დაფუძნებული, ეფექტიანი დემოკრატიული ინსტიტუტების მქონე სახელმწიფოს მშენებლობაა. წევრი ორგანიზაციები მჭიდროდ ითანამშრომლებენ ერთმანეთთან საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში სრული ინტეგრაციის მხარდასაჭერად. მათ ასევე მნიშვნელოვნად მიაჩნიათ სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ნაწილის კონსოლიდაცია ქვეყნის ევრო-ატლანტიკური …

»»»