რა სარგებელს მოიტანს „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულება საქართველოს ბუნებისთვის

zurmuxtis_kselze

წინადებარე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის მიზანია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ბუნების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დამოუკიდებელი შეფასება, მათი გადაჭრის გზების დასახვა და მათი ადვოკატირება. კვლევა აჩვენებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასევე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და „ტყის კოდექსი“ პროექტების …

»»»

შუახევი ჰესის პროექტის გენდერული ზემოქმედება და მისი შესაბამისობა ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მოთხოვნებთან

shuakhevi

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდ. აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ (Clean Energy Invest, CEI) შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (Adjaristsqali Georgia LLC, AGL) გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას მდ. აჭარისწყალზე, რომლის შემადგენლობაშიც შედის შუახევი ჰესი (185 მგვტ), კორომხეთი ჰესი (150 მგვტ) და ხერთვისი ჰესი (65 მგვტ). 2013 წელს …

»»»

ატმოსფერული ჰაერის გამოწვევები საქართველოში და ევროკავშირში

haeri_narkvevi

წინამდებარე ნარკვევი განიხილავს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და არსებულ გამოწვევებს. ამასთან, ვინაიდან საქართველოში ნაკლებია ინფორმაცია ევროკავშირში ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებთან მიმართებაში, ასევე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე, შევეცადეთ არსებული გამოწვევები გაგვეანალიზებინა უფრო ფართო კუთხით. იხილეთ ვრცლად

»»»