დავის საგანი – 500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

დავა საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე: ზაზა წიკლაური, შოთა ბუჩუკური და ააიპ მწვანე ალტერნატივა მოპასუხე; საქართველოს მთავრობა, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო მესამე პირი: შპს ,,ენერგოტრანსი”, სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქმე განიხილა თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ნინო ბუაჩიძემ. მწვანე ალტერნატივამ, შოთა ბუჩუკურმა და ზაზა წიკლაურმა წარადგინეს სარჩელი თბილისის საქალაქო სასამართლოში და …

»»»

დავის საგანი – 500კვ-იანი ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

მწვანე ალტერნატივამ, შოთა ბუჩუკურმა და ზაზა წიკლაურმა ადმინისტრაციული საჩივარი წარადგინეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში და მოითხოვეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის 2016 წლის 27 მაისის #ი-260 ბრძანების ბათილად ცნობა. გასაჩივრებული აქტით მინისტრმა „შპს „ენერგოტრანსის“ 500 კვ  ძაბვის ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის განთავსების პროექტზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა დაამტკიცა. ადმინისტრაციული საჩივარი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით …

»»»

დარიალის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა

მოქალქე ზაზა წიკლაურმა მწვანე ალტერნატივას დახმარებით ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და მოითხოვა იმ აქტების ბათილად ცნობა რომლითაც (1) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექროსისტემას“ ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი 110“ რეკონსტრუქციის პროექტი გათავისუფლდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისაგან და (2) ხაზის რეკონსტრუქციაზე, მშენებლობაზე და ექსპლუატაციაზე ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა გაიცა. ადმინისტრაციული საჩივარი 2016 წლის 5 ივლისს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა საჩივრის …

»»»

დარიალის 220 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ნებართვა

დავა რაიონულ სასამართლოში მომჩივანები: ა(ა)იპ მწვანე ალტერნატივა და ზაზა წიკლაური მოპასუხე: ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობა მესამე პირი: სს „სახელმწიფო ელექტროსისტემა“ მოსამართლე: კობა გოცირიძე მწვანე ალტერნატივამ და ზაზა წიკლაურმა სარჩელით მიმართეს მცხეთის რაიონულ სასამართლოს მოითხოვეს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 220 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზი "დარიალის" მშენებლობის ნებართვა გაიცა. სარჩელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის გამგეობის …

»»»

ააიპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ

2016 წლის 21 აპრილს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის  მე-5 პუნქტის და 41-ე მუხლის პირველი პუნქტთან წინააღმდეგობის შემოწმება. „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის თანახმად, „ინფორმაცია წიაღის გეოლოგიური აგებულების, წიაღისეულის მარაგებისა და რესურსების, საბადოს დამუშავების სამთო-ტექნიკური პირობებისა და სხვა თვისებების ან …

»»»

თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის, ფონიჭალას მონაკვეთის პროექტის ფარგლებში დაზარალებული მოსახლეობის კოლექტიური საჩივარი

საჩივრები ეხება თბილისი-რუსთავის ჩქაროსნული საავტომობილო გზის ფონიჭალას მონაკვეთის (მონაკვეთი 2 -ს)  პროექტის ფარგლებში დაზარალებული პირების მიერ მოთხოვნილ კომპენსაციას. ქ. თბილისში,  რუსთავის გზატკეცილზე, მე-12-ვგ კორპუსის მაცხოვრებლების 2016 წ. 29 იანვრის საჩივარი აზიის განვითარების ბანკის საჩივრების მიმღებ ოფიცერს ქ. თბილისში, რუსთავის გზატკცილზე, მე-16 ა/ბ კორპუსის მაცხოვრებლების 2016 წ. 20 ოქტომბრის საჩივარი აზიის განვითარების ბანკის საჩივრების მიმღებ ოფიცერს ქ. …

»»»