ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების შესრულების ეფექტურობის შეფასება

asocireba

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“ (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება). ამ ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან პროგრესული დაახლოება (ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით), მათ შორის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში. 2014 წლის ივნისშივე მხარეები შეთანხმდნენ ასოცირების დღის წესრიგზეც – დოკუმენტზე, რომელიც განსაზღვრავს …

»»»

მწვანე ალტერნატივამ საკანონმდებლო წინადადებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარეს.

cerili

მოგმართავთ თხოვნით, განახორციელოთ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების ინიცირება, იმ მიზნით, რომ დარეგულირდეს დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების ჭრასა და შესაბამისად, ეკოლოგიასთან დაკავშირებული რიგი საკითხები. იხილეთ ვრცლად

»»»

ქვანახშირის თბოელექტროსადგური გარდაბანში და მასთან დაკავშირებული პრობლემები

kvanaxshiri

2015 წლის 16 ოქტომბერს ჩინურმა კომპანიამ Dongfang Electric-მა და საქართველოს ინდუსტრიულმა ჯგუფმა ხელი მოაწერა საქართველოში 200 მლნ დოლარის ღირებულების 150 მეგავატი ქვანახშირის თბოლელექტროსადგურის მშენებლობის განზრახულობათა ოქმს. იმავე დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას საქართველოს მთავრობას, შპს „ტყიბული-150“-სა და სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორს“ შორის ტყიბულის მუნიციპალიტეტში ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურის  მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ.“ ხელშეკრულების თანახმად, 150 …

»»»

რა სარგებელს მოიტანს „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ შესრულება საქართველოს ბუნებისთვის

zurmuxtis_kselze

წინადებარე საჯარო პოლიტიკის ნარკვევის მიზანია „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებით“ ბუნების დაცვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, არსებული პრობლემებისა და გამოწვევების დამოუკიდებელი შეფასება, მათი გადაჭრის გზების დასახვა და მათი ადვოკატირება. კვლევა აჩვენებს, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმებით, ასევე მრავალმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ და „ტყის კოდექსი“ პროექტების …

»»»

შუახევი ჰესის პროექტის გენდერული ზემოქმედება და მისი შესაბამისობა ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის მოთხოვნებთან

shuakhevi

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, მდ. აჭარისწყალზე ჰესების კასკადის მშენებლობაა დაგეგმილი. ნორვეგიული კომპანია „ქლინ ენერჯი ინვესტის“ (Clean Energy Invest, CEI) შვილობილი კომპანია შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (Adjaristsqali Georgia LLC, AGL) გეგმავს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სამსაფეხურიანი ჰესების კასკადის მოწყობას მდ. აჭარისწყალზე, რომლის შემადგენლობაშიც შედის შუახევი ჰესი (185 მგვტ), კორომხეთი ჰესი (150 მგვტ) და ხერთვისი ჰესი (65 მგვტ). 2013 წელს …

»»»

ატმოსფერული ჰაერის გამოწვევები საქართველოში და ევროკავშირში

haeri_narkvevi

წინამდებარე ნარკვევი განიხილავს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან და არსებულ გამოწვევებს. ამასთან, ვინაიდან საქართველოში ნაკლებია ინფორმაცია ევროკავშირში ატმოსფერული ჰაერის დაცვის საკითხებთან მიმართებაში, ასევე ჰაერის დაბინძურების ზემოქმედებაზე ადამიანის ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე, შევეცადეთ არსებული გამოწვევები გაგვეანალიზებინა უფრო ფართო კუთხით. იხილეთ ვრცლად

»»»

მწვანე ალტერნატივას მიმართვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ჭიათურის რაიონის სოფელ ზედა რგანში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ კანონის შესაძლო დარღვევის ფაქტის გამოძიების მოთხოვნის თაობაზე

rgani

30 სექტემბერი, 2016 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ბატონ გიგლა აგულაშვილს ბატონო გიგლა, მოგახსენებთ, რომ დახმარების თხოვნით მოგვამართეს ჭიათურის რაიონის სოფელი ზედა რგანის მაცხოვრებლებმა, რომლებიც უკიდურესად უარყოფითი ზეგავლენის ქვეშ მოექცნენ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წიაღით სარგებლობის შედეგად. ადგილობრივი მოსახლეების განმარტებით „ჯორჯიან მანგანეზი“ საქმიანობის შედეგად ილახება ადამიანების თავისუფალი და უსაფრთხო გადაადგილების უფლება, საფრთხე ექმნება …

»»»

მწვანე ალტერნატივას მიმართვა საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ქსანი-სტეფანწმინდას ელექტროგადამცემი ხაზის მარშრუტის ცვლილებასთან დაკავშირებით გამოძიების განმეორებით მოთხოვნის თაობაზე

gadamcemi

30 სექტემბერი, 2016 საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრს ბატონ გიგლა აგულაშვილს ბატონო გიგლა, ა.წ. 20 ივლისს მოგმართეთ წერილით #04/06-192 და გაცნობეთ, რომ 2016 წლის 5 ივლისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მოქალაქე ზაზა წიკლაურის ადმინისტრაციული საჩივრის ზეპირ მოსმენაზე სს “საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ წარმომადგენელმა განაცხადა, რომ 110 კვ (220 კვ-იან გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის „დარიალი“-ს დამტკიცებული მარშრუტი …

»»»

ასოცირების დღის წესრიგით განსაზღვრული გარემოსდაცვითი ვალდებულებების შესრულების შეფასება 2014-2016 წლები.

monitoring

2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა „საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას“. ამ ხელშეკრულებით, საქართველომ აიღო ვალდებულება, გაატაროს რეფორმები და უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის ევროკავშირის 300-მდე სამართლებრივ აქტთან პროგრესული დაახლოება (ეტაპობრივად, შეთანხმებული ვადების მიხედვით), მათ შორის, გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების სფეროში. ამ ანგარიშის მიზანია, შეფასდეს ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისა და ასოცირების დღის წესრიგით აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა გარემოს …

»»»

პოლიტიკური პარტიების მიმართვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს

kashxali

პოლიტიკური პარტია „პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ და „ირაკლი ალასანია – თავისუფალი დემოკრატების“  მიმართვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში არსებულ ნაკლოვანებებსა და ენერგო-პროექტების განხორციელების არსებულ პრაქტიკასთან დაკავშირებით

»»»

Page 1 of 3123