მწვანე ალტერნატივა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს კორესპონდენციის რეესტრს ითხოვს

2018 წლის 28 თებერვალს მწვანე ალტერნატივამ მიმართა სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელ პირს და მოითხოვა 2015 წლის 1 იანვრიდან მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის მოწოდების მომენტამდე სააგენტოში შემოსული და სააგენტოდან გასული კორესპონდენციის ელექტრონული რეესტრის გადაცემა. თვენახევრის განმავლობაში აქტიური მიმოწერის შემდეგ,  სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მწვანე ალტერნატივას განუმარტა, რომ სააგენტოს კორესპონდენციის …

»»»

მწვანე ალტერნატივა შპს „თათლიზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

2018 წლის 1 მარტს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-117 „შპს „თათლის“ მიერ ამორტიზირებული აკუმულატორებიდან ტყვიის სადნობი და დნობისას წარმოქმნილი ტყვიის შემცველი წიდის დროებითი დასაწყობების საწარმოს (ექსპლუატაციის პირობების ცვლილება) ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.   „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ …

»»»

მწვანე ალტერნატივა შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს

2018 წლის 22 თებერვალს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა გამოსცა ბრძანება #2-96 „შპს „დიდოსტატის“ მიერ ცემენტის წარმოებაზე (1 ახალი წისქვილის მოწყობისა და ექსპლუატაციის) გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემის შესახებ“. ბრძანების თანახმად, გადაწყვეტილების მიღება მოხდა  გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის 48-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.   „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ 48-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 2018 წლის 1 იანვრამდე …

»»»