შეხვედრა პროექტის „ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარება დაცული ტერიტორიების შესაფასებლად“ ფარგლებში

DSC_0005

მიმდინარე წლის 29 მაისს, სასტუმრო „რუმს თბილისში” გაიმართა Global Forest Watch-ის (GFW) მიერ დაფინანსებული მწვანე ალტერნატივას კვლევის „ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის სისტემის განვითარება დაცული ტერიტორიების შესაფასებლად“ დასკნითი შეხვედრა. GFW პროექტი დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ და ხორციელდება საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის  სამინისტროსა და მსოფლიო რესურსების ინსტიტუტის მიერ (WRI). პროექტის მიზანია  კონსერვაციის ხელშეწყობა ბიომრავალფეროვნების მონიტორინგის ეროვნული …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ემ ენ ჯგუფის“ ქ. ჭიათურაში მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის თაობაზე

chiatura

პროექტი გულისხმობს ქ. ჭიათურაში მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მოწყობას. საწარმოში მოხდება ნედლეულის გაცხრილვა სველი გრავიტაციული მეთოდით, რომლის შედეგადაც მიიღება მეტალურგიაში მოხმარებადი მანგანუმის კონცენტრატი. ფაბრიკა გაამდიდრებს დაახლოებით 48 000 ტონა/წელ ნედლეულს.   მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ემ ენ ჯგუფის“ ქ. ჭიათურაში მანგანუმის გამამდიდრებელი საწარმოს მოწყობისა და ექსპლუატაციის სკოპინგის ანგარიშის თაობაზე

»»»

მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

2018 წლის 1 იანვარს, საქართველოში ამოქმედდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ნორმები, რომლებიც ახლებურად არეგულირებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობების (მათ შორის, სამთო-მოპოვებითი, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების) განხორციელების შესახებ სახელმწიფო ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. კოდექსმა, ასეთი პროექტების ინიციატორებსაც დაუდგინა ახალი მოთხოვნები დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) …

»»»