ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობასა და ექსპლუატაციასთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სოციალური საკითხები

ნარკვევში განხილულია ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისა და ექსპლუატაციის გარემოსდაცვითი და სოციალური ზემოქმედების საკითხები და გადამცემი ხაზების მშენებლობისა და რეკონსტრუქციის პროექტების განხორციელების არსებული პრაქტიკის სისტემური პრობლემები. აგრეთვე, წარმოჩენილია კანონმდებლობის ნაკლოვანებები, რომელიც ვერ უზრუნველყოფს ელექტროგადამცემი ხაზების პროექტების განხორციელების შედეგად ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებისა და ინტერესების დაცვას.
»»»საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში საჩივრების წარდგენისა და განხილვის პროცედურები

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში საჩივრების წარდგენისა და განხილვის პროცედურები სამუშაო შეხვედრა 2018 წ. 6 ივლისს, თბილისში, სასტუმრო „რუმსში“ (კოსტავას ქ. #14) მწვანე ალტერნატივა გამართავს სამუშაო შეხვედრას, რომელიც დაეთმობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისადმი საჩივრებით მიმართვის შესაძლებლობებისა და პროცედურების განხილვას. შეხვედრაზე განიხილება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (European Bank for Reconstruction and Development, EBRD) და აზიის განვითარების ბანკის …
»»»მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ლელიკო“-ს ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა-ექსპლოატაციის პროექტზე

საქმიანობა გულისხმობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვედა საქარაში, ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა-ექსპლოატაციას. უახლოეს მოსახლემდე დაშორება შეადგენს 430მ-ს. პროექტით გათვალისწინებულია ფეროსილიკომანგანუმის წარმოება თვეში 50ტ-ის ოდენობით, რაც წელიწადში შეადგენს 600 ტონას. მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები შპს „ლელიკო“-ს ფეროშენადნობთა საწარმოს მოწყობა-ექსპლოატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის თაობაზე
»»»მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციი პროექტზე

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და კომენტარები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ „თელავის, ახმეტის, დუშეთისა და ყაზბეგის მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე გამავალი სნო – ჯუთა – როშკა – შატილი – ომალო – ხადორისხეობა – ბაწარა – ახმეტას მიმართულებით საავტომობილო გზების მშენებლობა-რეკონსტრუქციის სამუშაოების ჯუთა +3,9 კმ – მიერთება 01 მონაკვეთის პროექტის“ სკოპინგის ანგარიშის თაობაზე
»»»ნენსკრა ჰესი – ფისკალური საფრთხე საქართველოსთვის

- 2015 წლის 31 აგვისტოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს საპარტნიორო ფონდსა და სს „ნენსკრა ჰიდროს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, ზემო სვანეთში, 280 მეგავატი სიმძლავრის ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის განხორციელების თაობაზე. ხელშეკრულება სრულად კონფიდენციალური იყო 2017 წლის ნოემბრამდე. – 2017 წლის ნოემბერში საზოგადოებისთვის ხელმისაწვდოი გახდა ხელშეკრულების ნაწილი (ზოგადი დებულებები). ხელშეკრულების დებულებები, რომლებიც ისეთ საკვანძო საკითხებს ეხება, როგორიცაა, სახელმწიფოს მიერ აღებული …
»»»