ადამიანის უფლებებზე და გარემოსდაცვით საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების განცხადება ჭუბერში შექმნილ კრიზისთან დაკავშირებით

nenskra_river

2018 წლის 5 ივლისს, ჭუბერის თემის ტერიტორიაზე, მოულოდნელად განვითარებული სტიქიის შედეგად, ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ დატბორა ჭუბერის თემის სოფლები, სრულად გაანადგურა ინფრასტრუქტურა, მათ შორის, ხიდები, გზები და დაანგრია მდინარის გასწვრივ არსებული სახლები. ჭუბერის თემის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყდა. სტიქია განვითარდა ნენსკრას მარჯვენა შენაკად  ღვარცოფულ მდინარე ოკრილზე, ამავდროულად სტიქიური მოვლენა განმეორდა მესტიაშიც, მესტიაჭალა-ჰესის საპროექტო ტერიტორიაზე, სადაც ღვარცოფმა …

»»»