მწვანე ალტერნატივამ და EMC-იმ ნენსკრა ჰესის პროექტზე სასამართლოში დავა დაიწყეს

nenskra_protest

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) და მწვანე ალტერნატივამ, ადგილობრივი მოსახლეობის სახელით ნენსკრა ჰესის პროექტის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს. დავა შეეხება სვანეთში, ჭუბერისა და ნაკრას თემების ტერიტორიებზე დაგეგმილი 280 მგვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის პროექტს, რომელსაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საპარტნიორო ფონდი და კორეული სახელმწიფო წყლის კომპანია K-water ახორციელებენ.   თბილისის საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელით EMC …

»»»

მოწვევა ტრეინინგში მონაწილეობის მისაღებად

baneri_GA

საქართველოში უკვე წელზე მეტია მოქმედებს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ნორმები, რომლებიც ახლებურად არეგულირებენ გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობების (მათ შორის, სამთო-მოპოვებითი, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების) განხორციელების შესახებ სახელმწიფო ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. კოდექსმა, ასეთი პროექტების ინიციატორებსაც დაუდგინა ახალი მოთხოვნები დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ჩასატარებლად. გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით შემოტანილი …

»»»