საქართველოს წიაღის სექტორის სიახლეები და პრობლემური საკითხები განიხილეს

წიაღი 1

19 ივლისს „მწვანე ალტერნატივის“ ორგანიზებით წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი განხილვა შედგა[1]. შეხვედრას წიაღის ეროვნული სააგენტოს,  თვითმმართველობის ორგანოების, გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს წიაღის სექტორის გამჭვირვალობის მნიშვნელობა, სექტორთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემური საკითხები. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წიაღით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხებზე. მათ აღნიშნეს, რომ …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით

baneri_GA

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.  გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე …

»»»

90 000-ზე მეტი ხელმომწერი ნენსკრა ჰესის შეჩერებას ითხოვს

Manana Kochladze on protests

„მწვანე ალტერნატივის“ და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე საერთაშორისო ბანკებს  ევროპელი მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადასცეს: „შეაჩერე ნენსკრა“ – ამ მოთხოვნას საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს და მათი რაოდენობა ამ წუთებშიც იზრდება. საერთაშორისო პეტიცია კონკრეტულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა  (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს

baneri_GA

დღეს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება. ძვირფასო სტუმრებო, ვინც ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს, რომელიც უკვე 200 წელია არ ურიგდება რუსულ ოკუპაციას; ქვეყანას, რომელიც სამაგალითოა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის! დაამტკიცა, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეიძლება გახდეს პროგრესული და ჩაატაროს სამაგალითო რეფორმები; ქვეყანას, რომლის  მიზანია იყოს უფრო მეტი, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ერთი რიგითი სახელმწიფო.  …

»»»

როგორია ხელშეუხებელი ჰიდროელექტროსადგური?

P1120430

როგორი შეიძლება იყოს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის მთავრობამ არამატერიალურად მიიჩნია? ანუ, ადგილი, სადაც წყალი გროვდება და დენს გამოიმუშავებს  — არამატერიალურ, ხელშეუხებელ აქტივად შერაცხა? ისეთად, როგორიცაა საავტორო უფლება, პატენტი, ლიცენზია და სხვები. ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით, რთული ასახსნელი ჩანს. თუმცა, ის, სავარაუდოდ, იციან საქართველოს ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კახა კალაძემ და ახლანდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.  სწორედ ისინი …

»»»