არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის საფრთხეებზე მიმართავენ

პრემიერ-მინისტრს და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებს საპროტესტო განცხადებებით მიმართა ხადის მოსახლეობამაც. ადამიანის უფლებების, გარემოსა და კულტურული ძეგლების დაცვის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ტურისტულმა კომპანიებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის რისკებისა და საფრთხეების შესახებ აცნობეს. აღნიშნულ პროექტს უკვე რამოდენიმე თვეა აპროტესტებს ხადის უნიკალური ხეობის მოსახლეობაც. სწორედ მასზე გავლით არის დაგეგმილი …
»»»