მწვანე ალტერნატივა შპს „არ ემ ჯი აურამაინის“ უკანონოდ აშენებული სალექარის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

მწვანე ალტერნატივამ ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს მთავრობას და  „ბექთაქარის ოქრო-პოლიმეტალური საბადოს მიმდებარე ტერიტორიაზე 17800 მ3 მოცულობის რეზერვუარი-სალექარის მოწყობის პროექტზე სკოპინგის დასკვნის გაცემის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2019 წლის 24 ოქტომბრის N2-1010 ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. 2019 წლის აპრილში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება შპს „არ ემ ჯი …

»»»