არასამთავრობო ორგანიზაციები პრემიერ-მინისტრს რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის საფრთხეებზე მიმართავენ

x12

პრემიერ-მინისტრს და პროექტის დამფინანსებელ საერთაშორისო ბანკებს საპროტესტო განცხადებებით მიმართა ხადის მოსახლეობამაც.  ადამიანის უფლებების, გარემოსა და კულტურული ძეგლების დაცვის თემებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ტურისტულმა კომპანიებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართვა გაუგზავნეს, სადაც რუსეთისკენ მიმავალი ქვეშეთი-კობის მაგისტრალის პროექტის რისკებისა და საფრთხეების შესახებ აცნობეს.   აღნიშნულ პროექტს უკვე რამოდენიმე თვეა აპროტესტებს ხადის უნიკალური ხეობის მოსახლეობაც. სწორედ მასზე გავლით არის დაგეგმილი …

»»»

„მწვანე ალტერნატივა“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს კანონის დარღვევის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

ჭიათურა

„მწვანე ალტერნატივამ“ მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს, გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ბერკეტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხრიდან კანონდარღვევების შესაჩერებლად. საქმე ეხება ბოლო წელიწადნახევარში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი საქმიანობების შესახებ სამინისტროს მიერ „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ საფუძველზე მიღებულ ასობით გადაწყვეტილებას, რომლითაც სამინისტრო კანონის დარღვევით  მოქალაქეებს  უზღუდავს …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებების საპასუხოდ რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით

baneri_GA

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომიდან მეთერთმეტე წლისთავზე რუსეთის ფედერაცია ისევ აგრძლებს საქართველოს ტერიტორიის ოკუპაციას და უხეშად არღვევს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მხარეებს შორის მიღწეულ შეთანხმებას. პარალელურად, საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ გრძელდება მავთულხლართებისა და საფორტიფიკაციო ნაგებობების აღმართვა, მშვიდობიანი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათი მოტაცება, წამება და  მკვლელობები. სამწუხაროა, რომ აღნიშნულის მიუხედავად საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ვიწრო პარტიულ ხედვებს სახელმწიფოს ინტერესებზე …

»»»

ბუნების დაცვისთვის დაღუპული რეინჯერების ოჯახები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ

Quarkwood Travels (1)

ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, გარემოს დაცვისას სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ყოველთვიურ კომპენსაციას მიიღებენ. კანონპროექტი არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მწვანე ალტერნატივას“ საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე მომზადდა. ის ძალაში 2019 წლის 1 აგვისტოს შევიდა. კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N 4500-IIს) დაზარალებულთა ოჯახებისთვის  ყოველთვიურ, 1000-ლარიან კომპენსაციას ითვალისწინებს. ის გადაეცემა მათ …

»»»

საქართველოს წიაღის სექტორის სიახლეები და პრობლემური საკითხები განიხილეს

წიაღი 1

19 ივლისს „მწვანე ალტერნატივის“ ორგანიზებით წიაღის სექტორის სახელმწიფო პოლიტიკის პროექტი განხილვა შედგა[1]. შეხვედრას წიაღის ეროვნული სააგენტოს,  თვითმმართველობის ორგანოების, გარემოსა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს წიაღის სექტორის გამჭვირვალობის მნიშვნელობა, სექტორთან დაკავშირებული გარემოსდაცვითი და სხვა პრობლემური საკითხები. მონაწილეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წიაღით სარგებლობის ლიცენზიების გაცემის საკითხებზე. მათ აღნიშნეს, რომ …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით

baneri_GA

ხელმომწერი ორგანიზაციები ვეხმიანებით ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდგომ წარმოქმნილ ახალ მოცემულობას, რომელიც ქართული მყიფე დემოკრატიისათვის დიდი გამოწვევაა და პლურალისტულ მედია გარემოს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.  გამოხატვისა და მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. საქართველოს პოლიტიზირებულ მედია გარემოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“ დღემდე დიდ როლს ასრულებს ხელისუფლების საქმიანობის მონიტორინგისა და საზოგადოების წინაშე …

»»»

90 000-ზე მეტი ხელმომწერი ნენსკრა ჰესის შეჩერებას ითხოვს

Manana Kochladze on protests

„მწვანე ალტერნატივის“ და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ლუქსემბურგში გამართულ გაფართოებულ შეხვედრაზე საერთაშორისო ბანკებს  ევროპელი მოსახლეობის მიერ ხელმოწერილი პეტიცია გადასცეს: „შეაჩერე ნენსკრა“ – ამ მოთხოვნას საქართველოდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან უკვე 90 000-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს და მათი რაოდენობა ამ წუთებშიც იზრდება. საერთაშორისო პეტიცია კონკრეტულად ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა  (EBRD) და ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა ბათუმის კონფერენციის მონაწილეებს

baneri_GA

დღეს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება. ძვირფასო სტუმრებო, ვინც ეწვიეთ ჩვენს ქვეყანას საქართველოს, რომელიც უკვე 200 წელია არ ურიგდება რუსულ ოკუპაციას; ქვეყანას, რომელიც სამაგალითოა რეგიონის ყველა ქვეყნისთვის! დაამტკიცა, რომ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე შეიძლება გახდეს პროგრესული და ჩაატაროს სამაგალითო რეფორმები; ქვეყანას, რომლის  მიზანია იყოს უფრო მეტი, ვიდრე აღმოსავლეთ ევროპის ერთი რიგითი სახელმწიფო.  …

»»»

როგორია ხელშეუხებელი ჰიდროელექტროსადგური?

P1120430

როგორი შეიძლება იყოს ჰიდროელექტროსადგური, რომელიც ქვეყნის მთავრობამ არამატერიალურად მიიჩნია? ანუ, ადგილი, სადაც წყალი გროვდება და დენს გამოიმუშავებს  — არამატერიალურ, ხელშეუხებელ აქტივად შერაცხა? ისეთად, როგორიცაა საავტორო უფლება, პატენტი, ლიცენზია და სხვები. ამ კითხვაზე პასუხი, ერთი შეხედვით, რთული ასახსნელი ჩანს. თუმცა, ის, სავარაუდოდ, იციან საქართველოს ყოფილმა ენერგეტიკის მინისტრმა და ვიცეპრემიერმა, კახა კალაძემ და ახლანდელმა ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ.  სწორედ ისინი …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციები მმართველი პარტიის ინიციატივას ეხმაურებიან და დარჩენილი მოთხოვნების შესრულებისკენ მოუწოდებენ

abra GA

გასული დღეების განმავლობაში, ქართული საზოგადოება კონსოლიდირებულ და მტკიცე პროტესტს გამოხატავს ოკუპაციისა და ხელისუფლების მიერ მომიტინგეთა ძალის გადამეტებით დაშლის წინააღმდეგ. საზოგადოების ერთსულოვანმა პოზიციამ გარკვეული შედეგები უკვე გამოიღო და საპროტესტო აქციის მოთხოვნების საპასუხოდ „ქართული ოცნების” მხრიდან ნაბიჯები გადაიდგა. მისასალმებელია, რომ საპროტესტო აქციის მონაწილეთა მოთხოვნებიდან 2 ფაქტობრივად დაკმაყოფილდა, თუმცა 3 მოთხოვნა კვლავ შეუსრულებელი რჩება. როგორც ცნობილია, აქციის ორგანიზატორებსა …

»»»

Page 1 of 3123