EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან

abra GA

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“

DSC_0064

2020 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაიმართა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“. სხდომაზე მწვანე ალტერნატივამ თავისი შენიშვნები და  შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებები წარმოადგინა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  გატანამდე, შედგეს სამუშაო შეხვედრები ექსპერტებს, სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის, რისი აუცილებლობის შესახებ …

»»»

გარემოს დაცვის სამინისტრომ ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნები დააკმაყოფილა

Vashlovani2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების – მწვანე ალტერნატივას, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები  „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კერძოდ, პროექტის არსებული ვერსია, რომელიც, ორგანიზაციების მითითებით, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, პარლამენტს აღარ წარედგინება. ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც ჩაატარებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, …

»»»

კანონდარღვევები აუქციონებზე – მწვანე ალტერნატივას განცხადება

baneri_GA

მწვანე ალტერნატივას განცხადება სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კანონდარღვევით გამოცხადებული აუქციონების შესახებ 2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წაიღითსარგებლობის ლიცენზიების სულ მცირე 6 აუქციონი კანონდარღვევითაა  გამოცხადებული. კერძოდ, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესი ჯერაც მიმდინარეობს გარემოს …

»»»