მწვანე ალტერნატივა სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების გარეშე აბასთუმნის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის დამტკიცების ფაქტზე რეაგირებას ითხოვს

2018 წლის 1 იანვარს ამოქმედებული გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-20 მუხლის თანახმად, სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარება სავალდებულოა იმ სტრატეგიული დოკუმენტისთვის, რომლებითაც დგინდება სამომავლო განვითარების ჩარჩო დაგეგმარებისა და სივრცითი მოწყობის სექტორებში. კოდექსის 28-ე მუხლის თანახმად, „სტრატეგიული დოკუმენტი შეიძლება მიღებულ/დამტკიცებულ იქნეს მხოლოდ სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ სგშ-ის ანგარიშთან და …

»»»