მწვანე ალტერნატივა ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე მერიის უკანონო საქმიანობის აღკვეთას ითხოვს

2020 წლის 17 ოქტომბერს მწვანე ალტერნატივამ საჩივრით მიმართა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს და ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე პარკის მოწყობისათვის სამუშაოების კანონდარღვევით მიმდინარეობის აღსაკვეთად ზომების მიღება მოსთხოვა.  2020 წლის 6 ოქტომბერს, თბილისის მერმა საზოგადოებას აცნობა, რომ ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე, 36 ჰექტარის ფართობზე, ცენტრალური პარკი მოეწყობა. მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციიდან ნათელია, რომ მნიშვნელოვნად …

»»»