ქვეშეთი-კობის გზის პროექტის მიწის კომპენსაციაზე თანხმობისთვის მოსახლეობას 5 დღე მისცეს

ხადა არ იყიდება 3

"მწვანე ალტერნატივა" მიმართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ინფრასტრუქტურის მინისტრს და სახალხო დამცველს, არ დაუშვან ქვეშეთი-კობის გზის პროექტის გავლენის ქვეშ მყოფი მოსახლეობის ჯანმრთელობის საფრთხის ქვეშ დაყენება და მათი კონსტიტუციური უფლების შელახვა, რომლის საშიშროებაც საავტომობილო გზების მოთხოვნის შემდეგ დადგა.  გასულ კვირას, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ქვეშეთი-კობის გზის საპროექტო ტერიტორიის არეალში მოქცეულ მოსახლეობას წერილით მიმართა. დოკუმენტი იტყობინებოდა, რომ მოსახლეობას 5 დღის ვადაში უნდა განეცხადებინა …

»»»

არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს დაცული ტერიტორიების შექმნასთან დაკავშირებული წინადადებებით მიმართავენ

2427

მწვანე ალტერნატივამ და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მოამზადეს წინადადებები საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარდგენილ სამ კანონპროექტზე. ამ კანონპროექტებით, ცვლილება შედის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში, იქმნება არაგვისა და თრუსოს დაცული ლანდშაფტები. ეს საკანონმდებლო ინიციატივა ჯერ კიდევ 2018 წლის დეკემბერში დარეგისტრირდა, თუმცა მწვავე შეფასება მიიღო არასამთავრობო ორგანიზაციების, გარემოსდაცვითი ექსპერტებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან, …

»»»

მწვანე ალტერნატივა წიაღით სარგებლობის 100 ლიცენზიის გაყიდვის გეგმის დამტკიცების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას ითხოვს

rgani

მწვანე ალტერნატივამ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა და „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვებისა და შესწავლა – მოპოვების ლიცენზიების გაცემის მიზნით ელექტრონული აუქციონის ჩატარების შესახებ“ სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსის 2020 წლის 11 თებერვლის № 156/ს ბრძანების ბათილად ცნობა მოითხოვა. 2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა და წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსმა საზოგადოებას …

»»»

EMC, მწვანე ალტერნატივა და საია შუქრუთსა და ითხვისში არსებულ კრიზისს ეხმიანებიან

abra GA

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუქრუთში შპს “ჯორჯიან მანგანეზთან” ადგილობრივების დაპირისპირება კვლავ განახლდა. შუქრუთის მოსახლეობა ჯერ კიდევ 2019 წლის სექტემბერსა და ნოემბერში ითხოვდა შპს „ჯორჯიან მანგანეზისგან“ იმ ზიანის კომპენსირებას, რომელიც მათ სახლებსა და საცხოვრებელ გარემოს კომპანიის საქმიანობის გამო მიადგა. შუქრუთელების თქმით, ზიანის კომპენსირების შესახებ კომპანიასთან მიღწეული სიტყვიერი შეთანხმებები არაერთხელ დაირღვა, რამაც ადგილობრივების მხრიდან წინააღმდეგობის განახლება გამოიწვია შუქრუთის …

»»»

მწვანე ალტერნატივას შენიშვნები და წინადადებები საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარმოდგენილ კანონპროექტზე „საქართველოს ტყის კოდექსი“

DSC_0064

2020 წლის 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაიმართა სხდომა, სადაც მეორე მოსმენით განიხილეს კანონპროექტი „საქართველოს ტყის კოდექსი“. სხდომაზე მწვანე ალტერნატივამ თავისი შენიშვნები და  შესატან ცვლილებებთან დაკავშირებული წინადადებები წარმოადგინა. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტის მეორე მოსმენით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე  გატანამდე, შედგეს სამუშაო შეხვედრები ექსპერტებს, სამინისტროსა და პარლამენტის წარმომადგენლებს შორის, რისი აუცილებლობის შესახებ …

»»»

გარემოს დაცვის სამინისტრომ ბიომრავალფეროვნების კანონპროექტთან დაკავშირებით არასამთავრობოების მოთხოვნები დააკმაყოფილა

Vashlovani2

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების – მწვანე ალტერნატივას, „საბუკოსა“ და „ნაკრესის“ მოთხოვნები  „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. კერძოდ, პროექტის არსებული ვერსია, რომელიც, ორგანიზაციების მითითებით, მნიშვნელოვან ხარვეზებს შეიცავდა, პარლამენტს აღარ წარედგინება. ასევე, ორგანიზაციების მოთხოვნის საპასუხოდ, კანონპროექტზე მუშაობა გაგრძელდება და მისი დამატებითი განხილვებისთვის სამუშაო ჯგუფები შეიქმნება, სამინისტრო საჯარო შეხვედრასაც ჩაატარებს. მეტი გამჭვირვალობისთვის, …

»»»

კანონდარღვევები აუქციონებზე – მწვანე ალტერნატივას განცხადება

baneri_GA

მწვანე ალტერნატივას განცხადება სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში კანონდარღვევით გამოცხადებული აუქციონების შესახებ 2020 წლის 11 თებერვალს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და წიაღის ეროვნული სააგენტოს მიერ, სახელმწიფო პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, წაიღითსარგებლობის ლიცენზიების სულ მცირე 6 აუქციონი კანონდარღვევითაა  გამოცხადებული. კერძოდ, გასაყიდად გამოტანილია ლიცენზიები, რომელთა შესახებ სკრინინგის განცხადებების განხილვის პროცესი ჯერაც მიმდინარეობს გარემოს …

»»»

გარემოსდაცვითი ორგანიზაციები: ბიომრავალფეროვნების შესახებ კანონპროექტის წარუმატებლობის მიზეზი მისი შემუშავების გაუმჭვირვალე, არამონაწილეობითი პროცესია

DSC_0064

გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციები (მწვანე ალტერნატივა,„საბუკო“, „ნაკრესი“)  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით მიმართავენ. ისინი მოუწოდებენ მინისტრს, კანონპროექტის არსებული ვერსია არ წარედგინოს პარლამენტს, რადგან ის მრავალ ხარვეზს შეიცავს და მნიშვნელოვან გადამუშავებას საჭიროებს. წარუმატებელი კანონპროექტის გასაუმჯობესებლად გარემოსდაცვითი ორგანიზაციები სამინისტროს თანამშრომლობას სთავაზობენ.     ორგანიზაციების წერილში აღნიშნულია, რომ თითქმის რვა წელია რაც კანონპროექტზე მუშაობა …

»»»