მწვანე ალტერნატივა რუსთავის, მცხეთისა და თბილისის წყალმომარაგების სისტემების საპრივატიზებო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ამსახველი ანგარიშის ასლს ითხოვს

მწვანე ალტერნატივა რუსთავის, მცხეთისა და თბილისის წყალმომარაგების სისტემების საპრივატიზებო  ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების ამსახველი ანგარიშის ასლს ითხოვს მოპასუხე მხარე: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო მესამე მხარე: შპს ჯორჯიან გლობალ უითილითის ლიმითედი 2010 წლის 15 ოქტომბერს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან რუსთავწყალკანალის, მცხეთაწყალკანალის, საქწყალკანალისა და თბილისის წყალის 100% წილის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულების …

»»»

მწვანე ალტერნატივა საქართველოს მთავრობის განკარგულებების, მათი გამოცემის აუცილებლობის დამადასტურებელი განმარტებითი ბარათების, ასლს ითხოვს

მოპასუხე მხარე: საქართველოს მთავრობა ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2010 წლის 13 აგვისტოს განცხადებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს და მოითხოვა საქართველოს მთავრობის მიერ 2010 წელს გამოცემული #415, #416, #417, #418, #419, #420, #421, #422, #424, #425, #426, #427, #428, #429, #430, #431, #433 და #434 განკარგულებების ასლების, ასევე იმავე განკარგულებების მიღების აუცილებლობის დამასაბუთებელი დოკუმენტაციის ასლების გადაცემა. …

»»»

მწვანე ალტერნატივა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების საპრივატიზებო ხელშეკრულების ასლს ითხოვს

მწვანე ალტერნატივა თბილისის, მცხეთისა და რუსთავის წყალმომარაგების სისტემების საპრივატიზებო  ხელშეკრულების ასლს ითხოვს მოპასუხე მხარე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო 2009 წლის 22 მაისს, საქართველოს მთავრობის კანცელარიიდან და ეკონომიკური განვითარების სამინისტროდან ხელშეკრულების ასლის მოპოვების ერთწლიანი უშედეგო მცდელობის შემდეგ,  მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა შპს რუსთავწყალკანალის, შპს მცხეთაწყალკანალის, შპს საქწყალკანალისა და შპს თბილისის წყალის …

»»»

მწვანე ალტერნატივა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობას ითხოვს

მოპასუხე მხარე: საქართველოს პრემიერ-მინისტრი; საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო მესამე პირი: შპს „ჯორჯია ვუდ ენდ ინდუსტრიალ დეველოფმენთ კო. ლტდ“ ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 24 ივნისს ადმინისტრაციული საჩივრებით საქართველოს პრემიერ-მინისტრთან გაასაჩივრა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2007 წლის 3 მაისის #470, #471 და #472 ბრძანებები და მოითხოვა …

»»»

მწვანე ალტერნატივა ითხოვს ვარციხეჰესების კასკადის საპრივატიზებო ხელშეკრულების გადმოცემას

მოპასუხე მხარე: საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო. 2006 წლის 25 დეკემბერს ასოციაცია  მწვანე ალტერნატივამ განცხადებით მიმართა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს და მოითხოვა  შპს ვარციხე 2005 -ის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული წილის G.M. Georgian Manganese Holding Limited-ისათვის გაცემის თაობაზე დადებული ხელშეკრულების ასლი. მწვანე ალტერნატივამ 2007 წლის 8 იანვარს მიიღო პასუხი საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსგან, რომლის თანახმად, შპს ვარციხე  …

»»»

მწვანე ალტერნატივა ჭიათურმანგანუმის საპრივატიზებო ხელშეკრულების ასლს ითხოვს

ჭიათურის მანგანუმის საბადოზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის და  სს ჭიათურმანგანუმის აქტივების გაყიდვის მიზნით, 2006 წლის 11 ნოემბერს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ჩატარდა აუქციონი. აუქციონში გაიმარჯვა მისმა ერთადერთმა მონაწილემ Georgian Manganese Holding Limited-მა. აუქციონის პირობების თანახმად, აუქციონის შედეგების შესახებ ოქმის გაფორმებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში უნდა გაფორმებულიყო ხელშეკრულება აქტივების ყიდვა-გაყიდვის შესახებ. ვადის გასვლისთანავე …

»»»

მწვანე ალტერნატივა ითხოვს “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას

მოპასუხე: საქართველოს პარლამენტი 2006 წლის 12 დეკემბერს მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი ნაწილისა და 26-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 პუნქტთან მიმართებაში არაკონსტიტუციურად ცნობა. საქართველოს კონსტიტუციის 37-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად: „ადამიანს უფლება აქვს მიიღოს სრული, ობიექტური და დროული ინფორმაცია …

»»»

მწვანე ალტერნატივა ითხოვს ადმინისტრცაიული აქტის ბათილობას, გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უზრუნველყოფას

მოპასუხე: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო; შ.პ.ს. „სპი კაპაგ პეტროფაგ ინტერნეიშენალი“; მესამე პირი:  ს.ს. საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კომპანია; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანია; 2004 წლის 23 ივნისს ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და   მოითხოვა: 1)  ბათილად იქნეს ცნობილი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ 2003 წლის …

»»»

მწვანე ალტერნატივა რატიფიცირებული ხელშეკრულების გამოქვეყნებას ითხოვს

მწვანე ალტერნატივა ითხოვს 2000 წლის 31 მაისს საქართველოს პარლამენტის# 341-ის დადგენილებით რატიფიცირებული „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ“ ხელშეკრულებისა და მისი ყველა დანართის ოფიციალურ გამოქვეყნებას. მოპასუხე მხარე:  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პარლამენტი; მესამე პირები: საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი …

»»»

მწვანე ალტერნატივა ითხოვს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის ბათილობას.

მოპასუხე მხარე:  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო; საქართველოში რეგისტრირებული ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანიის – ფილიალი, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის კომპანია „საქართველო“; მესამე პირები: ს.ს „საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაცია“; 2003 წლის მაისში ასოციაცია „წვანე ალტერნატივამ სარჩელით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიას და   მოითხოვა 2002 წლის 30 ნოემბერს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების …

»»»

Page 7 of 7« First...34567