მოწვევა მწვანე ალტერნატივას ანგარიშის განხილვაზე

„მწვანე ალტერნატივა“ გეპატიჟებათ თავისი მორიგი შეფასებითი ანგარიშის განხილვაზე, რომელიც ეძღვნება ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულებას. 2009 წლის დასაწყისში მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა ევროკავშირი-საქართველოს სამოქმედო გეგმის გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ნაწილის შესრულების მდგომარეობის ამსახველი ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2007-2008 წლების პერიოდს (ხელმისაწვდომია „მწვანე ალტერნატივას“ ვებ-გვერდზე: www.greenalt.org). ამჯერად წარმოდგენილი ანგარიში ერთგვარად აჯამებს 2007-2010 …

»»»

ქართული სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკის პროცესში

2012 წლის 30-31 მარტს, ასოციაცია „მწვანე ალტერნატივამ“ ჩაატარა ტრენინგი „ევროპის სამეზობლო პოლიტიკა და ევროკავშირის ფინანსური ინსტრუმენტი“. ტრენინგს ოცამდე რეგიონალური და თბილისში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია ესწრებოდა. განხილული თემები მოიცავდა: ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკა და მისი თანამდევი ფინანსური ინსტრუმენტი; როგორ ხდება პროგრამირება და რა მიდგომებით ხორციელდება ევროკავშირის დახმარება ბენეფიციარი ქვეყნებისთვის; სად და როგორ შეუძლია სამოქალაქო საზოგადოებას ჩაერთოს პროცესში; …

»»»

ასოციაცია “მწვანე ალტერნატივა” გაცნობებთ რომ, ორგანიზაციის მიერ შემუშავებულია შეფასების პროექტი, რომელიც აფასებს ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებას საქართველოს გარემოსდაცვის სექტორში, მთავრობისა და ევროკომისიის მიერ გატარებული ღონისძიებების ეფექტურობას.

შეფასება ხორციელდება ასოციაცია ”მწვანე ალტერნატივა”-ს მიერ, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის ევროკავშირის რეგიონული ოფისისა და ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის ევროპის პოლიტიკის ოფისის ერთობლივი პროექტის – ”ევროპის ”მწვანე” სამეზობლო პოლიტიკა” ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია გერმანიის მარშალის ფონდის შავი ზღვის პროგრამის მიერ. გთხოვთ, მოგვაწოდოთ წერილობითი შენიშვნები ქვემოთ წარმოდგენილ შეფასებასთან დაკავშირებით 2009 წლის 10 მარტის ჩათვლით მისამართზე: greenalt@greenalt.org გთხოვთ ჩამოტვირთოთ: 1. …

»»»

რა არის ევროპის სამეზობლო პოლიტიკა?

ევროპის სამეზობლო პოლიტიკა რთული საკითხია, რომელიც ემყარება სხვადასხვა დოკუმენტებს. ამ ვებ-გვერდის დანიშნულებაა გააცნოს დაინტერესებულ პირებს მინიმალურად საჭირო ინფომაცია, რაც შესაძლებელს მისცემს მას აღიქვას ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის ყველა ასპექტი და მიიღოს სრულფასოვანი მონაწილეობა სამეზობლო პოლიტიკის განხორციელების პროცესში საქართველოში. ქვემოთ იხილეთ დოკუმენტები. საქართველოს მთავრობის დოკუმენტები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის საქართველოს შესრულების ანგარიში (English version) pdf ევროკავშირი – საქრთველო …

»»»

სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა ევროპის სამეზობლო პოლიტიკასთან მიმართებაში.

ევროსტეპი, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა ასოციაცია მწვანე ალტერნატივამ და ევროპის არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი Eurostep-მა, ამა წლის 14-15 ივლისს მოაწყეს საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციების ეროვნული სამუშაო შეხვედრა თემაზე: “ევროპის სამეზობლო და პარტნიორობის ინსტრუმენტის” (ENPI) ფარგლებში მომზადებული 2007-2013 წლების საქართველოს სტრატეგიული დოკუმენტის განხილვა და რეკომენდაციების მომზადება”.  იხილეთ შეხვედრის მასალები: საქართველოს ქვეყნის სტრატეგიული დოკუმენტის რეზიუმე (Georgian version) (English version) pdf ევროპის სამეზობლო და …

»»»

სამოქალაქო საზოგადოების შენიშვნები და კომენტარები

ასოციაცია მწვანე ალტერნატივას და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის CEE Bankwatch Network კომენტარები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის სამოქმედო გეგმის შესრულებასთან დაკავშირებით. (English version) pdf ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკების დამკვირვებელთა ქსელის CEE Bankwatch Network შენიშვნები და გეგმები ევროპის სამეზობლო პოლიტიკის შესრულებასთან დაკავშირებით (English version) pdf

»»»

სასარგებლო ბმულები (ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკასთან დაკავშირებით)

სასარგებლო ბმულები: ევროპის სამეზობლო პოლიტიკა საქართველოში ; ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში ; ევროკომისიის ევროპის სამეზობლო პოლიტიკა ; ევროინტეგრაციის სამთავრობო კომისია ; http://www.enpi-programming.eu/wcm/index.php?lang=en

»»»