იმოქმედე, სანამ გაქვს შესაძლებლობა, შეცვალო!

imokmede

სახელმძღვანელო გარემოზე ზემოქმედების მქონე პროექტებზე გადაწყვეტილების მიღებისას მოქალაქეთა ჩართვის შესაძლებლობების შესახებ. მისი მომზადების მიზანია, დავეხმაროთ მოქალაქეებს საზოგადოების მონაწილეობის ახალი პროცედურების გაგებაში და მათ გამოყენებაში.    სახელმძღვანელოს პირველ თავში ზოგადად მიმოხილულია, თუ როგორ მიიღება გადაწყვეტილებები გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი უარყოფითი ზეგავლენის მქონე საქმიანობების შესახებ და რა ხდება გადაწყვეტილებების მიღების შემდეგ. მეორე, მესამე და მეოთხე თავებში …

»»»

სახელმძღვანელო – სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და მასთან დაკავშირებული ტყითსარგებლობა

mining_2019

წინამდებარე სახელმძღვანელოს მიზანია, ხელი შუწყოს გამჭვირვალე, პასუხისმგებლიანი და მდგრადი სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორის ჩამოყალიბებას, დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირების მეშვეობით. მასში მოკლედ არის განხილული: რა არის წიაღისეული, სასარგებლო წიაღისეული, წიაღის მოპოვება-გადამუშავების ეტაპები და ამ ეტაპებზე წარმოებული საქმიანობის ზემოქმედება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე; მიმოხილულია წიაღის მოპოვებასთან დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობა (ტყითსარგებლობის ჩათვლით); აღწერილია დაინტერესებული საზოგადოების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში …

»»»

იმოქმედე, სანამ დროა

imoqmede

2018 წლის 1 იანვარს, საქართველოში ამოქმედდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, რომელიც ახლებურად არეგულირებს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის მქონე საქმიანობების (მათ შორის, სამთო-მოპოვებითი, ქიმიური და მეტალურგიული წარმოების, ენერგეტიკული, სასოფლო-სამეურნეო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პროექტების) განხორციელების შესახებ სახელმწიფო ორგანოთა მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. კოდექსმა, ასეთი პროექტების ინიციატორებს დაუდგინა ახალი მოთხოვნები დაგეგმილი პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ-ს) ჩასატარებლად. …

»»»

გარემოს მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საქართველოში

garemos_mdgomareobis_shesaxeb_2017

- რა სახის ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი გარემოს მდგომარეობის შესახებ? – რა ინფორმაციის მოპოვება არის შესაძლებელი დამბინძურებლების შესახებ? ანგარიშის მკითხველი შეიტყობს, გარემოს მდგომარეობის ამსახველი რა სახის ინფორმაცია არის ხელმისაწვდომი მოქალეებისათვის მოთხოვნის გარეშე და რა სახის ინფორმაციის მიღება შეუძლია მოქალაქეს ქვეყანაში მოქმედი ე.წ. გარემოს მსხვილი დამაბინძურებელი საწარმოების შესახებ. ეს ანგარიში არის მწვანე ალტერნატივას 2015 წლის ანგარიშის – …

»»»

სახელმძღვანელო ენერგეტიკულ პროექტების გენდერული ასპექტების შეფასებისთვის

Gender_Guide

წინამდებარე სახელმძღვანელო განკუთვნილია ქალთა ჯგუფებისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, სამოქალაქო აქტივისტებისთვის, რათა მათ ადვილად შეძლონ გენდერული ასპექტების შეფასება სხვადასხვა ტიპის ენერგეტიკულ პროექტებში. სახელმძღვანელო ორი ნაწილისგან შედგება, პირველი ნაწილი განიხილავს ენერგეტიკასა და გენდერს შორის ურთიერთდამოკიდებულებას, გენდერული ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტის არსს, ხოლო მეორე ნაწილი წარმოადგენს პრაქტიკულ სახელმძღვანელო მითითებს პროექტების გენდერული ზემოქმედების ანალიზისთვის.

»»»

მიწის გონივრული მმართველობა მდგრადი განვითარებისთვის

miwa_2015

წარმოდგენილი სახელმძღვანელოს შემუშავების მიზანი იყო, თავი მოგვეყარა ამ დრომდე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მიღებული იმ სახელმძღვანელო სტანდარტებისთვის, რომლებიც მიწის (საკუთრებისა და სარგებლობის უფლებების) გონივრული მმართველობის, მათ შორის, გონივრული ინვესტირების ხელშეწყობას ემსახურება. სახელმძღვანელო, უპირველეს ყოვლისა, განკუთვნილია იმ სახელმწიფო და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებისთვის, რომელთა ფუნქციები დაკავშირებულია მიწისა და მიწასთან დაკავშირებული რესურსების (მათ შორის, ტყის) მართვასთან, სოფლის მეურნეობისა …

»»»

პრაქტიკული სახელმძღვანელო შრომის უფლებისა და გარემოს დაცვის სფეროში

saxelmdzgvanelo_shromit_iflebebze

წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ერთგვარ სახელმძღვანელოს შრომის უფლებით დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, კერძო და საჯარო სექტორში დასაქმებულებისათვის, რამდენადაც ის აერთიანებს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო და ეროვნული სამართლებრივი ჩარჩოს მიმოხილვას. ასევე, იგი მოიცავს საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს/განმარტებებს შრომის უფლების ცალკეულ კომპონენტებთან მიმართებით. დოკუმენტი უმეტესად ფარავს საკითხებს კერძო სფეროში დასაქმებული პირების უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ, თუმცა, …

»»»

განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი განსახლება

gansaxleba_2014

წარმოდგენილი სახელმძღვანელო შემუშავებულ იქნა იმ პროექტების განმახორციელებლების დასახმარებლად, რომლებსაც შესაძლოა მოჰყვეს იძულებითი გამოსახლება და განსახლება. სახელმძღვანელოში განხილულია ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედი საერთაშორისო სტანდარტები, რომლებიც გამოყენებულ უნდა იქნეს პროექტების დაგეგმვისას, იძულებითი გამოსახლებისა და განსახლების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებისას და უშუალოდ ამ ღონისძიებების განხორციელებისას. სახელმწიფოებს, მათ შორის, საქართველოს, გააჩნიათ ვალდებულება, თავი შეიკავონ და დაიცვან მოსახლეობა იძულებითი გამოსახლებისა …

»»»

განვითარების პროექტებით გამოწვეული იძულებითი გამოსახლება და განსახლება

gansaxleba_2013

სახელმძღვანელო, განკუთვნილია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც შესაძლოა მოექცნენ განვითარების პროექტების ზეგავლენის ქვეშ.

»»»

პეტიცია საქართველოს ბუნების ძეგლების დასაცავად

traventini

2013 წლის მაისის დასასრულს, გუდაური-კობის გზის მონაკვეთზე გზაგამტარ გვირაბზე მიმდინარე სამუშაოების დროს, მშენებლებმა მძიმე ტექნიკით ძლიერ დააზიანეს ხევის ერთ-ერთი ღირსშესანიშნავი ადგილი – ტრავერტინები. ამ ვანდალური ქმედებით შეუქცევადი ზიანი მიადგა საქართველოს ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების გამორჩეულ ობიექტს.  სამწუხაროდ, ბოლო წლებში ეს არ არის ხელთუქმნელი ბუნების  ძეგლების დაზიანების პირველი შემთხვევა.  სხვადასხვა პროექტის განხორციელების საბაბით, გამოუსწორებელი ზიანი უკვე …

»»»

Page 1 of 212